“ქსნის ‘მინის’ მუშები სამართლიანობასთან ბრძოლის სიმბოლო არიან, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები ჩვენც იქ უნდა ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ!”- ამ ტექსტით თურქი მუშები ქართველ კოლეგებს, ქართულად მომართავენ. სს. ქსნის ‘მინის’ გაფიცული მუშების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია თურქეთში გაiმართა. “მინას’ დედობილი კომპანიის “შიშეჯამის” წარმომადგენლები – ქსანში 20 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციას ასე ეხმაურებიან. შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ თურქმა დამსაქმებელმა ქარხანაში, გაფიცული ქართველი მუშების ჩასანაცვლებლად ოთხი თურქი შტრეიკბრეხერი ჩამოიყვანა და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხის პროვოცირება მოახდინა. ამ ყველაფერს პასუხად უკვე თურქეთიდან – მუშების ასეთი მეგობრული და მხარდამჭერი ნაბიჯი მოჰყვა.
აქვე აღსანიშნავია, რომ “მინას” გაფიცული მუშების მხარდასაჭერად, უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ თურქეთის პროგრესული პროფკავშირების საერთაშორისო მდივანი და ვიცე პრეზიდენტი.
გაფიცვა ქსანში 5 თებერვლიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: ხელფასების მატება 30% ით, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება, ადგილობრივი პროფკავშირისთვის სამუშაო ფართის გამოყოფა.
მიმართვა ქართულად ვიდეოს 01.00 წუთიდან