მიმდინარეობს საიტის განახლება

თურქეთში ქართველი დასაქმებულების მდგომარეობას საქართველოს პროფკავშირები ადგილზე ეცნობიან

 

IMG_6276  IMG_6295 IMG_6307

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დელეგაცია ქ. სტამბოლში  შეხვედრებს მართავს. პროფკავშირების ხელმძღვანელები თურქეთში შრომის სფეროში არსებულ ვითარებას, შრომითი მიგრაციისა და ადგილობრივი შრომითი ბაზარის თანამედროვე გამოწვევებს ეცნობიან.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დაინტერესებულია ქართველი დასაქმებულების მდგომარეობით და მათი საქმიანობის პირობებით თურქეთში. ამ მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების  დელეგაცია შეხვდა თურქეთის პროგრესული პროფკავშირების კონფედერაციის (DISK)  ხელმძღვანელობას.  გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოემსახურება თურქეთში მყოფი ქართველი მიგრანტი მშრომელების დახმარებას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილე გოჩა ალექსანდრია ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.IMG_6318