ანკარაში განათლების ინტერნაციონალის ევროპული რეგიონის (ETUCE) დელეგაცია თურქეთის თავისუფალი პროფკავშირების, მათ შორის წევრი ორგანიზაციის Egitim Se-ის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს დაესწრო.
ETUCE-ის დელეგაცია თურქეთის თავისუფალი პროფკავშირების მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით საქართველოს (სპმთპ), საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, სლოვენიის, ავსტრიის, დანიის, კვიპროსის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლების შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.
ETUCE-ის დელეგაციაში მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის პრეზიდენტის კონსულტანტი იყო წარმოდგენილი, რომელმაც სპმთპ-ს სახელით სოლიდარობა გამოუცხადა თურქ კოლეგებს
2012 წლის 28-29 მარტს თურქეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის ორგანიზებით აქცია განათლების რეფორმის, ე.წ 4+4+4 სისტემის წინააღმდეგ გაიმართა. დემონსტრაცია ძალისმიერი ხერხებით დაშალა პოლიციამ. ხსენებული რეფორმა არ ჯდება, როგორც სამართლებრივ ჩარჩოებში ისე ხელს უშლის განათლების სისტემის განვითარებას. აქციაში მონაწილეობა თურქეთის ყველა რეგიონიდან, განათლების სექტორის წარმომადგენლებმა საჯარო უწყებების დასაქმებულებმა და სხვა დასაქმებულებმა მიიღეს მონაწილეობა, რათა გამოეხატათ მათი უკმაყოფილება და პროტესტი ახალი რეფორმის წინააღმდეგ და მიეწვდინათ ხმა გადაწყვეტილების მიმღებთათვის.
აქციიდან ერთი წლის შემდგომ, ანკარის პროკურატურამ ხსენებული აქცია N:2911 დადგენილების (შეხვედრებისა და დემონსტრაციების შესახებ) დარღვევად წარმოადგენდა და ბრალი 502 ადამიანს წაუყენა, რომელთა შორის კონფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, Egitim Sen-ის აღმასრულებელი საბჭოს და Egitim Sen-ის 209 პროფკავშირის წევრები არიან.
სასამართლო პროცესმა კვლავაც წარმოაჩინა, რომ თურქეთში მოქმედი 2911 დადგენილება პროფკავშირული მოძრაობის დევნის აპრობირებული მეთოდია.
მსგავსი სასამართლოები პირველი არ არის თურქეთის თავისუფალი პროფკავშირების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ბრალდებულთა რაოდენობა, რომელთაც ბრალი პროტესტის გამოხატვის მიზეზით წარედგინათ. საერთაშორისო წარმომადგენლების დასწრება სასამართლო პროცესზე არაკანონიერი სასჯელების დაკისრების თავიდან აცილების გარანტიას წარმოადგენს, რაც აიძულებს მთავრობასა და სასამართლოს პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და სასამართლო იყოს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
განათლების ინტერნაციონალი წევრი ორგანიზაციის უფლებების დაცვისა და მათი მხარდაჭერის მიზნით მიმართვს მთავრობებს, ისევე როგორც პროცესების მონიტორინგის მიზნით სპეციალურ დელეგაციებს აგზავნის.
ევროკომისიამ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება თურეთში მიმდინარე პროცესებთან კერძოდ სასამართლოს გაურკვევლი პროცედურასთან, დაკავების არაშუზღუდავ ვადებთან, გამოხატვის ფუნდამენტალურ თავისუფლებთან მიმართებაში.
თურქეთში გაერთიანების თავისუფლების, გაფიცვისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლებები არ მოდის შესაბამისობაში შრომის საერთშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან. შესაბამისად პროფკავშირები ხშირ შემთხვევაში დგებიან მსგავსი საფრთხეების წინაშე, როცა მათ წინააღმდეგ იმართება გაურკვეველი ბრალდებებით სასამართლო პროცესები. აპატიმრებენ პროფკავშირულ ლიდერებსა და აქტივისტებს.
2011 წლის 28 ნოემბერს თავისუფალი პროფკავშირების 25 მათ შორის 20 მასწავლებელთა პროფკავშირის Egitim Sen-ის ლიდერი დააკავეს, 2012 წლის თებერვალში KESK-ის 15 ქალი ლიდერი და წევრები დააპატიმრეს, რომლებიც ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მშვიდობიან აქციას მართავდნენ. 2012 წლის 25 ივნისს, თურქეთის პოლიციამ პროფკავშირის ლიდერთა სახლების არაკანონიერი ჩხრეკა ჩაატარეს 20 ქალაქში და 71 პროფკავშირელი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესებს განათლების ინტერნაციონალის და პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციები უწევდნენ მონიტორინგს და ასევე სხვადასხვა საერთშორისო ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო საერთაშორისო კამპანია მათ მხარდასაჭერად.
სასამართლო მოსმენის დასრულების შემდგომ განათლების ინტერნაციონალმა სპაციალური მიმართვა გაავრცელა ანკარის სასამართლოს წინ მთავრობის, საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე.
საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ თურქეთს მოიყვანონ კანონმდებლობები ევროპული რეგულაციების შესაბამისობაში რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითრებასა და ევროინტეგრაციის პროცესს.
წყარო: /www.facebook.com/notes/საქართველოს-პედაგოგთა-და-მეცნიერთა-თავისუფალი-პროფკავშირი-სპმთპ