თვითდასაქმებული ქუჩაში

თვითდასაქმებულთა შრომას ქუჩაში თითქმის მეოთხედი საუკუნე შეუსრულდა. საქართველოში ინდივიდიუალური შრომის ლეგალიზაციამ, როგორც ფიქტიური ასევე რეალური სამუშაო ადგილების ლიკვიდაციამ, კოოპერატივების მიერ დაქირავებული შრომის გაყენებამ, პრივატიზაციამ და ტოტალურმა დეინდრუსტრიალიზაციამ – შედეგად  აბსოლუტურმა ეკონომიკურმა კრახმა  ადამიანებს თვითდასაქმებისკენ უბიძგა. ოცი წლის წინ რა უნდა ექნა იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომლის სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 517 აშშ დოლარს არ აღემატებოდა, რაც საქართველოს 1988 წლის  მონაცემს 6-ჯერ ჩამორჩებოდა.

 

ეკონომიკური კატასტროფის პირობებში ადამიანებს ელემენტარული არსებობისთვის ქუჩაში თვითდასაქმება მოუწიათ. ქუჩაში ვაჭრობდნენ ყველაფერით, დაწყებული ავეჯითა და ჯამ-ჭურჭელით და გათავებული საბჭოთა ორდენ-მედლებითა თუ სამხედრო და სამრეწველო უნიფორმისა.

ადამიანები დაემშვიდობნენ თავისი პროფესიებს და ქუჩაში სიგარეტის, ასანთის, ნავთისა და სანთლის გამყიდველის ადგილისტვის იწყეს ბრძოლა. 1992-1995 წლების განსაცდელისას ბაზარში თითო-ოროლა კარტოფილის, სტაფილოსა და კომბოსტოს ქურდი პროფესორებიც კი არა ერთხელ დააკავეს. რესპუბლიკიდან მოსახლეობის გაქცევამ იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ გაქცეულთა და დარჩენილთა რაოდენობა თითქმის გათანაბრდა.

ქვეყნაში მომხდარმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა შეცვალა თვითდასაქმებულთა შრომა ქუჩაში. მედიკამენტებითა და ნავთ-ბენზინით ვაჭრობამ ცივილიზებული სახე მიიღო. ქუჩაში თვითდასაქმებამ სახე იცვალა და ჯერ კიდევ 90-იანი წლების დამდეგს ქუჩაში დაკავებული პოზიციები გადასხვაფერა.

დღეს  თვითდასაქმებაა ეს არის დასაქმებაა ეკონომიკური ვითარების მეტ-ნაკლები სტაბილიზაციის პირობებში, როცა საბაზრო ეკონომიკას საქართველოში დასჭიდა მომსახურების ახალი ფორმები.  ამ ფაქტორის გამო დღეს ერთ ერთი ყველაზე სტაბილური ქუჩის სამუშაო გახდა, ქუჩაში ავტომობილების მეთვალყურე ე.წ. “სტაიანშჩიკი“. დილიდან ღამემდე, ზაფხულ-ზამთარ, დარსა და ავდარშიც დგანან ქუჩაში ე.წ.“სტაიანშჩიკები“ და არეგულირებენ ქუჩაში ავტომობილების დგომას. მათი შემოსავალი ის  ლარიანია რომელსაც  მანქანის მადლიერი მეპატრონე რომ გაიმეტებს მათთვის. სექტორებად დაყოფილ გამზირებსა და ქუჩებზე ე.წ.“სტაიანშჩიკები“ ყოველდღიურად იჯერებენ ორგანიზმს ნახშიროჟანგით, შემოსავალი კი მიზერულია  ოცი-ოცდაათი ლარი ქუჩაში 12 სათიანი დგომის შემდეგ.  წარმოება-დაწესებულებების დახურვის შემდეგ დისკვალიფიკაცია, პროფესიასთან სრული დამშვიდობება, შემთხვევითი დასაქმებები და ბოლოს ქუჩანში ე.წ.“სტაიანშიკობა“.  ისინი მანქანის მეპატრონეებს ახალ  მომსახურებასაც სთავაზობს, ადგილზე ურეცხავენ მანქანებს.

ქუჩაში დგანან ყვავილების გამყიდველი თვითდასაქმებულებიც, რომელთათვის ეს საქმინაობა ასევე მცირე შემოსავლის მომტანია, თუმც გადასახადი ადგილზე დგომისთვის ხშირად სამას ლარსაც კი აღწევს, რაც მათთვის ძალიან დიდია და შედეგად მათი უმრავლესობამალე წყვეტს თვითდასაქმებას ამ სფეროში.

მაღაზია-სუპერმარკეტებთან ხშირად შეხვდებით კედლებთან მიმდგარ დახლებს, საიდანაც ხილი-ბოსტნეულს ყიდიან თვითდასაქმებულები. აქაც ძირითადად მამაკაცები არიან, მათი შემოსავალი 300 ლარს არ აღემატება. თითდასაქმებულთა შორის არის განსაკუთრებული კატეგორია “პარტიზანი“ ხილ-ბოსტნეულის გამყიდველებისა, რომლებიც ქუჩაში ყიდიან პატარა დახლებზე ბანანს, კივის, ვაშლს ან მსხალს და მუდმივი დევნის ქვეშ არიან ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ეს თვითდასაქმებულები ძირითადად ქალაქების მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული ქალები არიან. მათ ხშირად აჯარიმებენ ოცი ლარით, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელების წასვლისთანავე, ისინი კვლავ რისკის ფასად იკავებენ სავაწრო ალაგებს.

ქუჩის სტენდებზე ჟურნალ-გაზეთები და ბროშურა-წიგნები, ქვეყნის ქალაქების განუყრელი ატრიბუტია. პრესით ასეთი ვაჭრობა საჯაროობამ მოიტანა. ქუჩაში ანტისაბჭოთა გამოცემების ნახევრად ლეგალურად, მილიციის მხრიდან თვით თვალის არიდების პირობებში ყიდნენ. 90-იან წლებში ჟურნალ-გაზეთები ქუჩაში სტენდებზეც იყიდებოდა და ჯიხურებშიც, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მოქმედი საგაზეთო ჯიხურები ტოტალურად აღებულ იქნა და მათი ადგილი ახალმა ლითონის ჯიხურებმა დაიკავა. მათ მყიდველი მათ არ მიეკარა, რადგან ამ ახალი ლითონის ჯიხურების უკან რეჟიმის სასურველი ფაქტობრივი ცენზურა იმზირებოდა. ჟურნალ-გაზეთების გამყიდველები თვითდასაქმებულები ძირითადად ინტელიგენტური პროფესიის ადამინები არიან. ისინი წყვილად მუშაობენ და მათი თვიური შემოსავალი სამას ლარს იშვიათად თუ აღემატება. მათი სტენდები სატრანსპორტო კვანძებთან (რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური, ავტოსადგური, აეროპორტი) და გაცხოველებული მიმოსვლის საფეხმავლო ქუჩებზეა განლაგებუ

რთული და სახიფათოა ქუჩაში შრომა, თვითდასაქმებული მუდმივად რისკის ქვეშ იმყოფება. იგი შეიძლება კრიმინალური თავდასხმის მსხვერპლიც შეიქმნეს, მრავალი საათი ბეტონსა და ასფალტზე დგომა, ავტომობილების გამონაბოლქვის სუნთქვა, სიცხე-სიცივე ანგრევს ამ ადამიანების ჯანმთელობას. რაშია მათი გამოსავალი?  ქუჩაში მშრომელმა თვითდასაქმებულებმა სოციალურ ორგანიზაციასა და კოორდინაციაში უნდა ეძებონ გამოსავალი. ამ ადამიანების ადგილი პროფკავშირშია – გაერთიანებაში, რომელსაც ერთადერთს შეუძლია მათი გაფანტული ენერგიის შეკვრა და საერთო  სასიცოცხლო სოციალური, შრომითი და მატერილაური ინტერესების სასარგებლოდ  წარმართვა. მათ პროფკავშირად დარაზმულებს სეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა.

 

დავით არაბიძე