მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“თელასის ფეხბურთელთა გუნდმა საქართველო და პროფკავშირი ასახელა!

futzaliმიმდინარე წლის 18–დან 22 ივნისამდე რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარეობდა, “ინტერ რაოს“ რიგით მეშვიდე ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას აღნიშნული კომპანიის შვილობილი კომპანიების გუნდები იღებდნენ მსოფლიოს 6 ქვეყნიდან.

სასიხარულოა, რომ ტურნირში გამარჯვება საქართველოდან წარგზავნილმა გუნდმა მოიპოვა. საქართველოდან წარგზავნილმა “თელასის“ გუნდმა. ფინალში  ყაზახეთის გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. დამატებითი დროის მეორე ტაიმის ბოლო წუთზე გოლი არჩილ ბოკერიამ გაიტანა.

ქართველმა ენერგეტიკოსებმა ეკატერინბურგის ტურნირზე 8 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 7 მატჩი მოიგეს და1 ფრედ დაასრულეს. გაიტანეს 40 გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ 3 ბურთი მიიღეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი, ირაკლი შელეგია გახდა.

ტურნირში მონაწილეობდა 6 ქვეყნის 32 გუნდი: რუსეთიდან,  ყაზახეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, თურქეთიდან და საქართველოდან.  საქართველოდან ეკატერინბურგში 2 გუნდი გაემგზავრა, რომელთაგან ერთ–ერთმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თელასის გუნდს საქართველოს პროფკავშირები თავიდანვე გვერდში ედგა. ეს გუნდი  ჩამოყალიბდა მაისის თვეში, როდესაც პროფკავშირის ეგიდით ჩატარდა მე–14 ჩემპიონატი მინი–ფეხბურთში, სადაც სწორედ ზემოთაღნიშნულმა გუნდმა გაიმარჯვა.

პროფკავშირმა დიდი დახმარება გაუწია ენერგეტიკოსების გამორჩეულად ძლიერ გუნდს და ოზურგეთში დაგეგმილ საწვრთნელი შეკრების ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. სასიხარულოა, რომ გუნდმა დიდი ნდობა და იმედები ბოლომდე გაამართლა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ულოცავს ქართველ ენერგეტიკოსებს ამ გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!