მიმდინარეობს საიტის განახლება

თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მდგომარეობა, მთავარი მიღწევები და შრომით სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს

„ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურად განხორციელების გზით შრომის უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა“

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ასოცირების წევრ ქვეყნებში საქართველში, მოლდოვასა და უკრაინაში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მდგომარეობა, მთავარი მიღწევები და შრომით სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს.

საქართველოს პროფკავშირებმა წარმოადგინეს ანგარიში ქვეყანაში შრომით უფლებებთან, შრომით კანონმდებლობას, ინსტიტუტებსა და სოციალურ დიალოგთან დაკავშირებული სიტუაციაზე.
წარმოდგენეს შეხედულებები ასოცირების ხელშეკრულებების იმპლემენტაციის პროგრესის და გამოწვევების შესახებ;
განსახილველ საკითხებს შორისა იყო ასოცირების ხელშეკრულების ქვეყნების მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის გავლენა შრომითი მიგრაციის და მიგრანტთა უფლებების მდგომარეობაზე.
იმსჯელეს პროფესიული განათლების აუცილებლობაზე, მიგრაციაზე, ლეგალურ და არალეგალურ, ახალგაზრდობასა და უმუშევრობაზე, დასაქმებაზე პროფკავშირების როლსა და ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებთან ერთად შეეხო შრომის უსაფრთხოებას და რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას, ასევე ხაზგასმით ისაუბრა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საგარეო საქმეთ სამინისტროების წარმოამდგენლებმა, საქართველოს დამსაქმებელთა
ასოციაციის პრეზიდენტმა.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, მოდლოვისა და უკრაინის საელჩოების წარმომადგენლებმა, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებმა, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა.

ღონისძიების ბოლოს ასოცირების ქვყნების პროფკავშირებმა შეიმუშავეს ერთობლივი მიმართვა ევროპული სტრუქტურებისადმი, სადაც აქცენტები გაკეთდა თანამშრომლობასა და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ასოცირების ხელშეკრულების სოციალური განზომილების ეფექტური იმპლემენტაციისთვის სამივე სახელმწიფოში.
კონფერენცია გაიმართა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით.