თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში პროფკავშირი დაფუძნდა. პირველადი ორგანიზაცია კლინიკაში დასაქმებულთა მთავარი პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებს. პირველადი პროფკავშირის სადამფუძნებლო კრებაზე თავმჯდომარედ მიმღები გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი, გიორგი შაქარიშვილი აირჩიეს, მოადგილეებად კი ლევან ბერიკაშვილი და კონსტანტინე არჟევანიძე. კრებას ესწრებოდნენ მედიცინის ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ამირანაშვილი და გენერალური მდივანი ირაკლი ტყეშელაშვილი. არჩევნების პროცედურის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზები.