სტატია მომაზადა: დავით არაბიძემ
საერთაშორისო თანამშრომლობას და კოორდინირებულ მოქმედებას შეუძლია სასიკეთო ცვლილება მოუტანოს მსოფლიოს ხალხებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა არის წარმართოს ძალისხმევა ამ მიმართულებით.
2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს წევრი 193 სახელმწიფოების ხელმძღვანელები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში შეიკრიბნენ. ამ შეხვედრის მიზანი იყო შეთანხმება მსოფლიოს განვითარების ახალი დღისწესრიგის დოკუმენტზე: „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღისწესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. აღნიშნული დღისწესრიგი მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას, რომელნიც თავის მხრივ ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების 3 ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. მდგრადი განვითარების ახალი დღისწესრიგის მიერ უნდა უზრუნველყოფილ იქნეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ისეთი ამოცანების დაძლევა, რომელიც 15 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდის მსოფლიოს წინაშე მდგარი მინიმუმ 3 ისეთი საკითხის გადაწყვეტას, როგორიცაა: სიღატაკის აღმოფხვრა, გარემოს დეგრადაციის შეწყვეტა და უთანასწორობისა და უსამართლობის მინიმიზაცია.
2015 წელს შეთანხმებულ დოკუმენტში პირდაპირაა აღნიშნული რომ ეს შეთანხმება მიმართულია საერთო ძალისხმევის გაძლიერებისკენ:
„ჩვენ გადავწყვიტეთ:
2030 წლამდე დავამთავროთ სიღატაკე და შიმშილი ყველგან;
ვუზრუნვეყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხარისხიანი განათლება;
ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის ენერგია და წყალი;
განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ინდუსტრიალიზაცია და ინოვაციები;
ვებრძოლოთ უთანასწორობას ქვეყნებში და ქვეყნებს შორის;
ვაშენოთ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები;
დავიცვათ ადამიანის უფლებები;
ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობას, ქალთა და გოგონათა უფლებების განხორციელებას;
ვუზრუნველყოთ დედამიწისა და მისი ბუნებრივი რესურსების,ეკოსისტემის, ოკიანეების, ზღვების პერმანენტული დაცვა.
ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ მდგრადი, ინკლუზიური და ხანგრძლივ ვადიანი ეკონომიკური ზრდის, გაზიარებული კეთილდრეობის, ყველას ღირსეული სამუშაოთი უზრუნველყოფის პირობები, პიროვნული განვითარებისა სხვადასხვა დონისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით.“
მშრომელთათვის, მათი სოციალური, შრომითი, ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის ეს დოკუმენტი ფართო შესაძლებლობებს იძლევა. უმთავრესი კი ამ დოკუმენტთან მიმართებაში არის სოციალური პარტნიორობის პრინციპის განხორციელება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის, განსაკუთებით პროფკავშირებთან მიმართებაში, რომელნიც რეალურად წარმოადგენენ იმ საზოგადოებრივ ძალას, ვისაც უპირველეს ყოვლისა აქვს გაღებული ძალისხმევა, რათა სიღატაკე და დისკრიმინაცია დასრულდეს, რათა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად განხორციელდეს, რათა ღირსეული შრომით შესაძლებელი გახდეს ღირსეული ცხოვრებისკენ მილარდობით მშრომელის სწრაფვის ხორცშესხმა.
2030 წლისთვის დასახული 17 მიზნებსა და 169 ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია მშრომელთა სოციალური და შრომითი ინტერესების წარმომადგენელ პროფკავშირებთან გულწრფელი, სრული და თანასწორი თანამშრომლობით.