მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გაფიცვა შეწყდა, ღამის ცვლაში დასაქმებულები 00:00 საათზე, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან

დღეს ფეროშენადობთა ქარხნის ადმინისტრაციამ პროფკავშირებთან მოლაპარაკებებზე თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარესა და ქარხნის ხელმძღვანელს შორის შეთანხმება შედგა და ხელი მოეწერა კოლექტიურ ხელშეკრულებას. დოკუმენტის მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებისთვის 1.5 ჯერ იზრდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, შეღავათები წესდება ტრავმატიზმის შემთხვევაში, სახელფასო პრემია გაიზარდა 8.6 %-ით, ის ორი ადამიანი კი რომელიც გაფიცვის დროს იყო დათხოვნილი აღდგენილია სამსახურში. შვეულების თანხის გამოანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული გაფივის დროს განაცდური პერიოდი. შეთანხმება თანამშრომლებისთვის კიდევ სხვა ბეფვრ სარგებელს გულისხმობს, ამასთან ერთდ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ფეროშენადნობთა ქარხნის ხელძღვანელი ვოლოდიმირ ლოზინსკი შეტანხნენ, რომ სხვა სოციალურ გარანტიებზე მოლაპარაკებები ერთ თვეში კვლავ გაიმართება.