ჟენევა. 370 -ე ანგარიში გაერთიანების თავისუფლების შესახებ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი ხელმძღვანელი ორგანო
საქმე N: 2678 (საქართველო)
45. კომიტეტმა აღნიშნული საქმე, რაც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პროფკავშირულ საქმიანობებში ჩარევის ფაქტებსა და პროფკავშირელების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხებს შეეხება, ბოლოს 2011 წლის ნოემბერის შეხვედრაზე შეისწავლა (იხილეთ 362-ე ანგარიშის 65-74 პარაგრაფები). აღნიშნული საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ, კომიტეტმა მიმართა მთავრობას: კერძოდ,
1) გაეტარებინა შესაბამისი ზომები, რათა სპმთპ-ს დაუყონებლივ აღდგენოდა საწევრო გადასახადის ავტომატური გადარიცხვა და უზრუნველყოთ მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
2) ჩაეტარებინათ დამოუკიდებელი გამოკვლევა დედოფლისწყაროს რაიონის N:1 საჯარო სკოლიდან 11 მასწავლებლის გათავისუფლების ფაქტებთან მიმართებაში და თუ დადასტურდებოდა, რომ მათი გათავისუფლება სპმთპ-ის წევრობის მიზეზით განხორციელდა, დაუყონებლივ დაებრუნებინათ სამუშაო ადგილებზე და აენაზღაურებინათ მიყენებული ზარალი. თუ მათი სამუშაო ადგილებზე დაბრუნება ობიექტური გარემობების გამო შეუძლებელი გახდებოდა, პროფკავშირის ლიდერისა და მისი წევრებისთვის შესაბამისი კომპენსაცია გადაეხადათ, რადგან მათ პროფკავშირული საქმიანობისთვის მიადგათ ზარალი;
3) დაუყონებლივ განხორციელებულიყო შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილება, რომლითაც გარანტირებული იქნება პროფკავშირული საქმიანობის დროს პრევენციული ზომები, მათ შორის დასაქმებულთა პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია, მათი გათავისუფლება და დაწესებულიყო შესაბამისი პრევენციული სანქციები ასეთი ფაქტების წარმოშობის შემთხვევაში;
4) განახორციელონ ან გაითვალისწინონ შესაბამისი ზომები, რათა ხელი შეუწყონ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებას განათლების სფეროში და აცნობონ კომიტეტს, როდესაც განათლების სექტორში კოლექტიურ მოლაპარაკებებს მოეწერება ხელი, მათ შორის სპმთპ-ის ჩართულობის შესახებ შეთანხმებებსა და მოლაპარაკებების პროცესს;
5) წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია ,,განათლების პროფესიული სინდიკატის’’ სტატუსთან მიმართებაში.
6) კომიტეტმა მიუთითა მთავრობას განათლების სფეროში შეიქმნას შესაბამისი ორგანოები, რითაც მოგვარდება მიმდინარე და გადაუდებელი საკითხები და გამოწვევები;
7) კომიტეტმა მოსთხოვა მთავრობას კომიტეტისთვის დაუყონებლივ მიეწოდებინათ ზემოთხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინებით რა სახის ზომები განხორციელდება.
46. 2012 წლის 14 ივნისს, განათლების ინტერნაციონალმა სპმთ-ის 2012 წლის მაისის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგინა ანგარიში საქართველოში გაერთიანების თავისუფლების მდგომარეობისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლებებთან მიმართებაში. მათ მიერ მოწოდებულ ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი ფაქტები: 2012 წლის 19-22 იანვარს სპმთპ-ის აზერბაიჯანის განათლების სფეროში დასაქმებულთა თავისუფალი პროფკავშირის დელეგაცია სტუმრობდა, რომელთაც 2 დღიანი სემინარი დააფინანსეს საქართველოში მცხოვრები სპმთპ-ის ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმოშობის წევრებისთვის. სემინარი 21-22 იანვარს, შაბათ-კვირას იმართებოდა, სადაც ესწრებოდნენ პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კერძოდ, მარნეული, გარდაბანი, დმანისი და საგარეჯო. გარდაბნის რაიონის პედაგოგები, რომლებიც თბილისში 20 იანვარს (პარასკევს საღამოს) ჩამოვიდნენ, ვერ დაეწრნენ სემინარს გარდაბნის რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის მხრიდან
პედაგოგების მიმართ განხორციელი ბრძანების შედეგად. გარდაბნის რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის მკაცრი მითითებით, თუ პედაგოგები არ დაბრუნდებოდნენ, ასეთ შემთხვვაში ისინი დაკარგავდნენ სამუშაოს. შედეგად, გარდაბნის რაიონის 11 მასწავლებელი რაიონში იმავე დღეს დაბრუნდა. სპმთპ-ის ხელმძღვანელმა დაურეკა გარდაბნის რესურსცენტრს მომხდარი ფაქტის გასარკვევად და განუმარტა, რომ პედაგოგები შაბათ-კვირას გაატარებენ თბილისში პროფკავშირულ ტრენინგზე დასასწრებად. რის პასუხადაც, გარდაბნის რესურცენტრის უფროსმა უპასუხა, რომ სპმთპ-ის ჯერ მასთან უნდა გაეარა კონსულტაცია, რათა პედაგოგებს მიეღოთ ნებართვა მსგავს ღონისძიებაზე დასწრებისთვის. საპასუხოდ სპმთპ-ის თავმჯდომარემ შეახსენა, რომ მაშინ როდესაც პედაგოგები შაბათ -კვირას ესწრებიან სპმთპ-ის ტრენინგს სპმთპ-ის კანონი არ ავალდებულებს ნებართვა მიიღოს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპმთპ-ის თავმჯდომარემ დაურეკა განათლების სამინსიტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, რათა ეცნობებინა მინისტრისთვის მომხდარი დაშინების ფაქტების შესახებ, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. იმავე დღეს, სპმთპ-მა ასევე აღმოაჩინა, რომ დმანისის რაიონის პედაგოგებმა, რომელთაც სურდათ აღნიშულ სემინარზე მონაწილეობა, მიიღეს დმანისის სკოლის დირექტორის მხრიდან გაფრთხილება, რაც ანალოგიურად დმანისის რესურცენტრის უფროსის მხრიდან მომდინარეობდა. ჯაჭვური რეაქციით მსგავსი დაშინების ფაქტის შედეგად, 4-მა მასწავლებელმა 22 იანვარს დატოვეს სემინარი.
47. 2012 წლის 23 თებერვალს სპმთპ-ის პრეზიდენტსა და დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დაგეგმილი ჰქონდათ შეხვედრა თბილისის N 155 საჯარო სკოლის პედაგოგებთან, რაც შეთანხმებული იყო სკოლის დირექტორთან. შეხვედრის დღეს, სკოლის დირექტორმა მოულოდნელად შეცვალა გადაწყვეტილება და არ მისცა საშუალება სპმთპ-ის ლიდერს შეხვედროდა პედაგოგებს სკოლის შენობაში. მომჩივანის განცხადებით, 2012 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში სპმთპ-ის წარმომადგენლებს რამდენიმე სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ ერთი თვით ადრე მათ განათლების სამინისტროსგან მიიღეს მითითება კანონის ფარგლებში ეთანამშრომლათ პროფკავშირთან, თუმცა მითითებიდან ორი კვირის შემდეგ რესურსცენტრებმა გააფრთხილეს სკოლის დირექტორები თავი შეეკავებინათ პროფკავშირთან თანამშრომლობისაგან. მომჩივანის განცხადებით, სკოლის დირექტორის ზეწოლისა და დაშინების შედეგად თბილისის N 132 საჯარო სკოლის დასაქმებულებმა უარი განაცხადეს სპმთპ-ის წევრობაზე (26 პედაგოგს დაწერილი ჰქონდა გაწევრიანებაზე ინდივიდუალური განცხადება).
48. პროფკავშირის საწევროსთან დაკავშირებით სპმთპ-ი აღნიშნავს: მაშინ როდესაც 2011 წლიდან იძულებულები გახდნენ ალტერნატიულ მეთოდზე ე.წ ,,საბანკო სისტემაზე“ (საწევროს გადახდა პედაგოგის პირადი ანგარიშიდან პროფკავშირის ანგარიშზე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების და პირადი განცხადების საფუძველზე) დაეწყოთ მუშაობა, სპმთპ-ის განცხადებით, სკოლის დირექტორმება და სამინსიტრომ ამ შემთხევაშიც დაბრკოლებები შეუქმნეს სპმთპ-ის. 2011 წლის დეკემბერში რესურსცენტრების უფროსები შეხვდნენ სკოლის დირექტორებს და უბრძანეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა სპმთპ-ის არ ყოლოდა წევრები. ასევე, მარნეულის რესურსცენტრმა მოსთხოვა ,,ლიბერთი ბანკის“ რაიონულ განყოფილებას, მიეწოდებინა იმ მასწავლებელთა სია, ვინც სპმთპ-ის ანგარიშზე საწევროს ბანკიდან რიცხავდა. აღნიშნულმა ქმედებამ მასწავლებლებს შორის შიში გააძლიერა. მსგავსი ქმედება დაფიქსირდა ტყიბულის რაიონშიც, უფრო მეტიც თბილისის N: 22 და N: 139 სკოლის დირექტორებმა პროფკავშირს მოსთხოვეს იმ პედაგოგთა სიის წარმოდგენა, ვინც სპმთპ-ის უხდიდა საწევროს ბანკის გზით. მომჩივანს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები პროფკავშირულ საქმიანობაში ღია ჩარევას წარმოადგენს.
49. უფრო მეტიც, 2012 წლის 18 იანვარს, სპმთპ-ის პრეზიდენტისა და განათლების მინისტრის შეხვედრის დროს, მინისტრმა აღნიშნა რომ 600 სკოლას არ ყავდა ბუღალტრები ფინანსური ოპერაციის შესასრულებლად. ამიტომ, მათი მხრიდან ვერ ხორციელდება საწევროს გადარიცხვაც.
აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მინისტრს შეახსენა, რომ ყვითელი პროფკავშირი „სინდიკატი“ საწევროებს უპრობლემოდ იღებს, ისევე როგორც ხორციელდება სხვა ფინანსური ოპერაციები მასწავლებლების სხვა საჭიროებების უზრუნველყოფისთვის.
50. სპმთპ-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა რომ 2012 წლის 2 თებარვალს, განათლების მინისტრმა სპმთპ-ის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, სადაც გამოხატა მზადყოფნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომლობის აღსადგენად, სამინისტრო სერიოზულად არ უდგება სიტუაციის გამოსწორებას, რადგან რეაგირებას არ ახდენს რესურსცენტრებისა და სკოლის დირექტორების ქმედებებზე, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან. მათ შორის, არ აფორმებენ კოლექტიურ ხელშეკრულებას კანონმდებლობის მიუხედავად. მომჩივანი მხარე აცხადებს, იმისთვის რომ კოლექტიური მოლაპარაკებები ეფექტური იყოს და აღიარებული იქნეს გაერთიანების თავისუფლება, საჭიროა კოლექტიური შეთანხმების სტატუსი უფრო დამაჯერებლად განისაზღვროს და არა, ისეთი ბუნდოვანი ნორმით, როგორც ეს შრომის კოდექსში არის მოცემული (არსებული ნორმით კოლექტიურ ხელშეკრულებას და შრომით კონტრაქტს ერთნაირი სტატუსი აქვთ); კანონში უნდა გაიწეროს პროცედურები და მექანიზმები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების დასარეგულირებლად.
51. 2012 წლის 14 ნოემბერს, მთავრობამ წარმოადგინა განათლების სამინისტროს კომენტარები ,,განათლების ინტერნაციონალის” მხრიდან სპმთპ-ის ბარლდებებზე დაყრდნობით წარმოდგენილ ანგარიშთან მიმართებაში. განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ,,ზოგადი განათლების” კანონის შესაბამისად სკოლები დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან, შესაბამისად ,,საჯარო სამსახურის’’ კანონის 2 მუხლის თანახმად მსგავსი უწყებები დამოუკიდებლები არიან პოლიტიკური, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული ან სხვა აქტივობების განხორციელების დროს; ამავე კანონის N 11 (1) პუნქტის თანახმად მათი მხრიდან ხორციელდება ფინანსური და ეკონომიკური აქტივობების მონიტორინგი და სახელმწიფო კონტროლი. ,,ზოგადი განათლების კანონის’’ 49 (1) მუხლის მიხედვით, განათლების სამინისტრო პასუხისმგებელია და ზედამხედველობას უწევს საჯარო სკოლების მიერ კანონმდებლობის შესრულებას, გამოსცემს ადმინისტრაციულ კანონქვემდებარე აქტებს. ,,ზოგადი განათლების” კანონის 43-ე მუხლის მიხედვით, სკოლის დირექტორები მართავენ სკოლებს, უძღვებიან სწავლების პროცესს და წარმოადგენენ მხარეს მესამე მხარესთან ურთიერთობებში. ასევე, სკოლის დირექტორები, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და/ან მათი წევრები არიან პასუხისმგებლები ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულების დროს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, სკოლის დირექტორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობები კანონმდებლობის შეუსრულებლობის შემთხვევაში. დამატებით, სკოლის დირექტორი ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე აღმოფხვრას ნებისმიერი თავისუფალი ქმედება, თუ ქმედება სკოლის ფუნქციონირებას შეუშლის ხელს. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექტორი იღებს შესაბამის გადაწვეტილებას მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თუ ასეთი გადაწყვეტილება არღვევეს სხვის უფლებას, მაშინ კონონმდებლობა განსაზღვრავს მსგავსი დავის აღმოფხვრას სასამართლოს გზით.
52. მთავრობა აღშინავს რომ, განათლების სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების მხრიდან მასწავლებლებთან მიმართებაში განხორცილებული ქმედებების ფაქტები, დოკუმეტებითა და კონკრეტული ინფორმაციით უნდა მიეწოდოს განათლების სამინსიტროს შიდა აუდიტის სამსახურს, რომელიც შეისწავლის ფაქტებს და გაატარებს ზომებს დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.
53. კოლეტიური ხელშეკრულების გაფორმასთან დაკავშირებით მთავრობა აღნიშნავს, რომ სკოლები დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, როგორც ეს ზემოთ არის განმარტებული. მთავრობა აქვე აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორები არიან მასწავლებელთა დამსაქმებლები და არა განათლების სამინისტრო.
54. ავტომატური სისტემით საწევრო გადარიხვებთან მიმართებაში, მთავრობა აღნიშნავს, რომ ,,პროფკავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ,,საწევრო გადასახადის ჩამოჭრის ვალდებულება დამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციის დაწესებულების ადმინისტრატორს აკისრია. დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასიდან, პროფკავშირის ანგარიშზე გადარიცხავს ინდივიდუალური განცადების საფუძველზე კოლექტიური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“. აღნიშნული კანონის შესასრულებლად, 1998 წლის 22 აპრილს გაფორმებული დარგობრივი ხელშეკრულების 4,13 პარაგრაფში აღნიშნულია რომ საგანმანათლებლო დაწესებულება (და არა განათლების სამინისტრო) ახორციელებს პროფკავშირის წევრების ხელფასიდან საწევროს გადარიცხვას პროფკავშირის ანგარიშზე. თუმცა სკოლას არ შეუძლია მსგავსი ოპერაციის განხორციელება თუ არ არსებობს დასაქმებულის წერილობითი ნება და კოლექტიური ხელშეკრულება.
55. სპმთპ-ს მოთხოვნასთან დაკავშირებით, სამართლებირივი ჩარჩოებით დარეგულირდეს კოლექტიური ხელშეკრულებები, მთავრობა აღნიშნავს, რომ 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი „კოლექტიური ხელშეკრულებების შესახებ“ გაუქმდა მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსის 3 კარის საფუძველზე მოწესრიგდა კოლექტიური შრომითი ურთიერთობები.
56. 2013 წლის 27 თებერვლით დათარიღებულ კომუნიკაციაში მთავრობა აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები სპმთპ-თან მიმართებაში და თანამშრომლობს განათლების სისტემისა და შრომითი ურთიერთობების ჰარმონიზაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიაციებსა და ასოციაციებთან. განათლების სამინისტრო მხარს უჭერს პროფკავშირებს და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს. სამინისიტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში არსებული ორგანიზაციები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით და განათლების დაწესებულებებს აქვთ თანამშრომლობის არჩევანის თავისუფლება. ამას გარდა, იუსტიციის სამინისტრო, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ახალი შრომის კოდექსის შექმნაზე, რომელიც უკეთ დაიცავს დასაქმებულებისა და პროფკავშირების უფლებებს.
57. კომიტეტი მხედველობაში იღებს ,,განათლების ინტერნაციონალის” მიერ წარმოდგენილ ბრალდებებს, სადაც სპმთპ-ის საქმიანობებში ჩარევის ახალი ფაქტები არის წარმოდგენილი, ამასთან აღნიშნავს, რომ შესაბამისი ზომები არ იქნა გატარებული კომიტეტის მიერ გამოცემული წინა რეკომენდაციების საპასუხოდ. თუმცა ითვალისწინებს რა მთავრობის 2013 წლის 27 თებერვალს მიერ წარმოდგენილ განმარტებებს, სადაც აღნიშნულია რომ განათლების სამინისტრომ რადიკალურად შეცვალა სპმთპ-ის მიმართ მიდგომა და თანამშრომლობს დარგში ყველა ორგანიზაციასთან; ასევე კომიტეტი მიესალმება სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს, რათა უკეთ იყოს დაცული დასაქმებულთა და პროფკავშირების უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტი იმედოვებს, რომ განათლების სამინისტროსა და მომჩივან პროფკავშირს შორის გაუმჯობესებული თანამშრომლობის ფონზე მთავრობა გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა დაუყონებლივ განახორციელოს წარმოდგენილი რეკომენდაციები და სთხოვს მთავრობას, აცნობოს კომიტეტს გატარებული ზომების შესახებ.
წყარო: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)