ეროვნულ უმცირესობათა შრომითი უფლებების ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე და საზოგადოებაში
26 / 10 / 2017
სემინარზე გაიმართა დისკუსია, გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება და ინიციატივა ეროვნულ უმცირესობათა შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით, შეჯერდა არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის პოტენციური გზები, ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები და გამოვლენილ პოზიციათა შეფასება.
„V4 and EaP Platform“-ის პლატფორმით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება „V4“ ჯგუფის მონაწილე ყველა ქვეყანაში (ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და პოლონეთი). არსებული პროგრამის მიხედვით, საქართველო კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ეროვნულ უმცირესობათა შრომითი უფლებების დაცვისადმი მიძღნილ ღონისძიებას 2018 წელს.
სემინარი 24-25 ოქტომბერს გაიმართა.