კოლექტიური შრომითი დავა გადამწყვეტ ფაზაში შედის.
ხვალ, 28 თებერვალს, 10:00 საათიდან, ელმავალმშენებელი ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან დასაქმებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.
მუშებს ადგილზე საქართველოს ოკუპირებლი ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი შეხვდება, რის შემდეგაც, 11:00 საათზე მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაგრძელდება.
დასაქმებულები 6 თვის სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გასტუმრებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
ქარხნის ადმინისტრაციასთან სადაო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აწარმოებს.
პროცესს შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი ხელმძღვანელობს.
დღეს, 27 თებერვალს, ელმავალმშენებელი ქარხნის მუშებთან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მის: გურამიშვილის 84