ევროპის პროფკავშირების განცხადება უკრაინაში შექმნილ სიტუაციასა და მისი მოგვარების გზებზე

ევროპის პროფკავშირები (PERC PAN-EUROPEAN TRADE UNION COUNCIL)  უფრო და უფრო დიდი წუხილით ადევნებს თვალს უკრაინაში  არსებულ სიტუაციას. ეს არა მხოლოდ უკრაინის მოსახლეობას დააზარალებს, არამედ მთელ მსოფლიო გეოპოლიტიკას შეეხება. მაიდანზე და კიევის ქუჩებში გადაღებულ სურათებში ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობამ ვეღარ მოითმინა და ამოხეთქა ხალხის ნებამ იცხოვრონ ღირსეულად , ქვეყანაში იყოს  დემოკრატია და საკუთარი მომავალი  თვითონ ხალხმა აირჩიოს.

ამ ადამიანებმა საოცარი სიძლიერე გამოიჩინეს.

მათ  შესანიშნავი სიმტკიცე გამოავლინეს  ოლიგარქიული სახელმწიფო სისტემის წინაშე, რომელიც კორუფციის პოლიტიკით და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით,  იარიღისა და ძალადობის მეშვეობით დაუპირისპირდა მათ. ამას  მძიმე შედეგები  მოჰყვა ,რომელსაც ბევრი ადამიანის  სიცოცხლე შეეწირა, ასობით  დაიჭრა, სახელმწიფო ქონება განადგურდა, არასტაბილურობის მორევმა  ჩაითრია ქვეყნის ეკონომიკა და სოციალური კეთილდღეობა.     ქვეყანაში  მომრავლდა  კონფლიქტები  და ძლიერი საერთაშორისო ქვეყნების ინტერესებმა ეროვნული  ერთიანობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. სამწუხაროა, რომ ამ ვითარებით ისარგებლა  ექსტრემისტებისა და   ნეონაცისტების დაჯგუფებემა, რომლებსაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, ისინი ცდილობდნენ  რომ ეს მშვიდობიანი პოლიტიკური რევოლუცია  თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ.

მოქალაქეებმა, კერძოდ კი დასაქმებულებმა გადაიხადეს და კიდევ იხდიან იმ ხელისუფლების საფასურს, რომელმაც არასწორი პოლიტიკის, ქვეყნის ეკონომიკის უპასუხისმგებლო  მენეჯმენტისა და  ადამიანთა უფლებების სისტემურიდარღვევის მეშვეობით ყველა სერიოზულად დააზარალა.

ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას  უკრაინელი ხალხის მხრიდან ჰერკულესის ძალა დასჭირდება. აუცილებელია ერთიანობა , რაც სერიოზული მოტივაცია იქნება ხალხისათვის , რათა  მიღწეული იქნას    წარმატებები. ნაციონალურ მობილიზება  და სტაბილურობა    შეუწყობს ხელს კონსენსუსის მიღწევას, რათა მათ შეეძლონ  იმ  სიძნელეების დაძლევა,  რომლებიც მომავალში შეექმნებათ . უკრაინელი ხალხის ეკონომიკური და სოციალური მდგოპმარეობა,  ისედაც არასტაბილური იყო, და ახალმა პოლიტიკურმა მოვლენებმა შეიძლება კიდევ უფრო შეაფერხოს წინსვლა და ხელი შეუშალოს  ქვეყანაში  თანხმობას .

საერთაშორისო  მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური, უნდა  წახალისდეს,  სტეიკჰოლდერების ჩართვა, მათი საქმიანობა  და დემოკრატიული  პრინციპებისა  და სტაბილიზაციის  აღდგენის ყველა ეტაპზე უნდა იყოს გამჭვირვალე.  ევროკავშირმა ამ პროცესში მნიშვნელოვანი   როლი  სრულყოფილად უნდა შეასრულოს.

უკრაინამ შექმნილი  პრობლემების გადალახვა მშვიდობიანი და საზოგადოებისათვის მისაღები  გზებით  უნდა შეძლოს და ამ კრიზისიდან გამოვიდეს.  პან–ევროპული რეგიონული საბჭოს წევრი ქვეყნები აქვეყნებენ ამ მინიმალური და გადაუდებელი ღონისძიებების  ჩამონათვალს, რომლებიც  სასწრაფოდ  და აუცილებლად შესრულდეს:

•მშვიდობის გარეშე გამოსავალი არ არსებობს. დაძაბულობის დე–ესკალაციის მიზნით საჭიროა დიპლომატიის ჩართვაა და უკრაინის კონსტიტუციის პატივისცემა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია და უცხო ქვეყნის ჯარმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. რათა დაგროვილი პრობლემები მშვიდობიანად გადაწყდეს. ყველამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით  განცხადებების გაკეთებისას,  მაქსიმალურად  უნდა შეიკავოს თავი შეურაცხმყოფელი სიტყვებისაგან, დაიცვან საერთაშორისო კანონმდებლობა და პატივი სცენ ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს.  რათა არ შეილახოს უკრაინელთა  უფლება, თავად აირჩიონ და განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი.

• მთელი ძალისხმევა მიმართონ, რათა ქვეყანაში დამკვიდრდეს ნამდვილი  დემოკრატია. უზრუნველყოფილი იქნას  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და კონსტიტუციური რეფორმების გატარება,   დაცული იყოს ყოველი მოქალაქის თანაწორობის უფლება, მათ შორის  პატივს სცენ უმცირესობის (კულტურული, ეროვნული, ენობრივი, რელიგიური) უფლებებს უკრაინის ყველა რეგიონში.  ძალადობის  და სახელმწიფო  ფულის ბოროტად გამოყენების ფაქტები უნდა იქნას  გამოძიებული და  სასამართლოს  განაჩენის მიხედვით დაისაჯონ დამნაშავენი.

ევროკავშირმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა განსაზღვრონ შესაფერისი დახმარების პაკეტები, რათა ხელი შეუწყონ მშრომელთა უფლებების დაცვისათვის აუცილებელი რეფორმების გატარებას. რომ კიდევ უფრო არ გაუარესდეს მშრომელთა სოციალური მდგომარეობა, პროფკავშირებმა მთელი ძალისხმევა უნდა მიმართონ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. ევროპის პროფკავშირები  აღვნიშნავს, რომ “მკაცრი პოლიტიკის” მიდგომა, როგორსაც “ტროიკა” –საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი და ევროპის ცენტრალური ბანკი იყენებს  ხოლმე, იქნება დიდი  შეცდომა და  უკრაინაში შეიძლება შეუქმნას  დესტაბილიზაცისა და სოციალური აფეთქების  საფრთხე. რასაც  ცუდი  შედეგები შეიძლება მოჰყვეს,  არამხოლოდ რეგიონში, არამედ დასავლეთსა და აღმოსავლეთში.

• პროფკავშირებთან და დასაქმებულთა ასოციაციებთან ერთად აუცილებელია სოციალური და ცივილიზებული დიალოგის  წარმოება. რათა საჭირო  ცვლილებები გატარდეს  ეკონომიკურ სექტორში  და  რეფორმა იყოს მდგრადი და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებული,  რაც ხალხს დაარწმუნებს იმაში რომ მათ ბრძოლას  და ეკონომიკურ   დანაკარგს  ფუჭად არ ჩაუვლია. საერთაშორისო და ევროპის შრომითი და სოციალური სტანდარტები, ევროკავშირის გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით გვაძლევს იმის იმედს, რომ   სწორი ნაბიჯების გადადგმით ქვეყანა გამოვიდეს კროზისიდან.

•ეფექტური და ხელმისაწვდომი სახელმწიფო მომსახურება ყველაზე კარგი თავდაცვის მექანიზმია, რათა ავირიდოთ სოციალური მარგინალიზაცია და პოლიტიკური რევოლუცია არ გადაიზარდოს  სოციალურ აფეთქებაში. საერთაშორისო დახმარების პაკეტები უნდა იყოს გამიზნული სოციალური სერვისების განვითარებაზე,  რათა რათა ფინანსური რეფორმრბი იყოს სტაბილური და არ დაანგრე დროთა განვმალობაში.

ევროპის და საერთაშორისო პროფკავშირების მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს უკრაინის  პროფკავშირებს იმ   რთულ და მძიმე გზაზე, რომლის გავლაც მოუწევთ მას მომავალში ყველანაირად დაეხმარება და მხარს დაუჭერს  უკრაინელ პარტნიორებს , რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთნონ უკრაინის აღდგენის პროცესში და შეიმუშაონ  ისეთი შრომითი სისტემა და სოციალური პოლიტიკა,  რომლისთვისაც იბრძოდა და იბრძვის უკრაინელი ხალხი.

10 მარტი

ბრიუსელი ukraina