მიმდინარეობს საიტის განახლება

დეფიციტის შემცირების პოლიტიკა უთანასწორობას ზრდის

IMF logoსაერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ  სავალუტო  ფონდისა და ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ ევროპის ზოგიერთი მთავრობის მიერ გატარებული ,“ფისკალური კონსოლიდაციის“ (ე.წ. დეფიციტის შემცირება) პოლიტიკა გახდა უთანასწორობისა და უმუშევრობის მიზეზი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მკვლევარებმა ასევე დაადასტურეს, რომ კაპიტალის ანგარიშის ლიბერალიზაციამ, რომელმაც  შეცვალა გასული წლის პოლიტიკა,   რის გამოც   ფონდი ზეწოლას ახდენდა  თავისი წევრ ქვეყნებზე, უთანასწორობა კიდევ უფრო გაზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის დეპარტამენტის ახალ ნაშრომები უთანასწორობის შესახებ გასულ პარასკევს ვაშინგტონში იქნა წარმოდგენილი.

ერთ-ერთი ასეთი ნაშრომი: ,“ფისკალური კონსოლიდაციის გადანაწილებითი  ეფექტები“  უკვე გამოქვეყნებილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

კვლევის შედეგები გადანაწილების  ეფექტის სიმკაცრის შესახებ, რომელიც შედგებოდა 173 ეპიზოდისაგან,  არ იყო გასაკვირი და აღმოჩენა, რაც ასევე   სხვა კვლევებმაც  დაადასტურა. კვლევა მიმდინარეობდა OECD-ის 17 სახელმწიფოში 1978 წლიდან 2009 წლამდე.

კვლევის მიხედვით ფისკალურმა კონსოლიდაციამ გამოიწვია ,“ჯინის“ კოეფიციენტის  გაზრდა და გრძელვადიან პერსპექტივაში  დაფიქსირდა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და  დაბალი ხელფასები ეროვნულ შემოსავლებში.

ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები არის მკვლევართა მოსაზრებები და არ წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებებსა და პოლიტიკას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის  კვლევები ლიბერალიზაციის  გადანაწილებით  ეფექტებზე  მოიცავს  182 ქვეყნის 224 რეფორმას  1970 – 2010 წლების ფარგლებში.

წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს ის, რომ  კაპიტალურ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის ზრდა ასოცირდება შემოსავლებში შრომის წილის დაცემასთან და უთანასწორობის ზრდასთან, რომელიც იზომება ჯინის კოეფიციენტით.

ასეთი ახლებური  მიდგომა მხარს უჭერს კაპიტალს კონტროლს ზოგიერთ შემთხვევაში და ამასთანავე ფონდის საწყისი პოლიტიკის  ევოლუციას წარმოადგენს. ყველა ქვეყანაში სრულიად და უპირობოდ უნდა მოხდეს კაპიტალის ანგარიშის ლიბერალიზაცია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავის მიდგომა შეცვალა კაპიტალის ანგარიშების  ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში და  გასულ წელს  გამოაქვეყნა “ახალი ინსტიტუციონალური ხედვა“ კაპიტალის კონტროლის შესახებ.

(ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასევე შესაძლებელია იხილოთ  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკის ცვლილება).

http://www.equaltimes.org/blogs/imf-deficit-reduction-policies-increase-inequality