საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 3-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით “ღირსეული შრომის” კვირეულს აღნიშნავს და ამ ფორმით შრომის საერთაშორისო კონფედერაციის ყოველწლიურ აქციას ჯაჭვურად უერთდება.
3 ოქტომბერს 13:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირები თბილისში, ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და მოაწყობენ მსვლელობას საქართველოს პარლამენტის შენობისკენ , სადაც საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. პროფკავშირები სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, შრომის ინსპექციისთვის ფუნქციონალური ბერკეტების მინიჭებას და ხელფასებისა და პენსიების ზრდას მოითხოვენ. ასევე ხაზს გაუსვამენ შრომის კანონმდებლობის მანკიერ მხარეებსა და გენდერული თანასწორობის აუცილებლობას. საქართვლეოს პროფკავშირებმა “ღირსეული შრომის დღის” ყოველწლიურად, აღნიშვნის გადაწყვეტილება 2008 წელს მიიღო. ოდნავ მოგვიანებით 7 ოქტომბერი პროფკავშირების საერთაშორისო კოონფედერაციამ “ღირსეული შრომის მსოფლიო დღედ” დააწესა . წელს ღირსეული შრომის კვირეულის ლოზუნგია – “დასრულდეს კორპორატიული სიხარბე”.
გელოდებით ყველას, 3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ვარდების მოედანზე, რომ ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ღირსეული შრომის უფლება. არ დარჩე სახლში! იყავი სოლიდარული და იბრძოლე სამართლიანობისათვის!
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება