დასაქმების შესახებ ახალგაზრდული დებატები ონლაინ სივრცეში გაიმართება

ilo_largeახალგაზრდების დასაქმების კრიზისის გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა ახალი ინტერაქტიული ელექტრონული პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს ჩართვის საშუალება ექნებათ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, შეიქმნა ელექტრონული სივრცე მთელი მსოფლიოს ახალგაზრდების გასაერთიანებლად, რათა მათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და იდეები, ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შესაქმნელად გაუზიარონ.

ღირსეული შრომის მეოთხე ახალგაზრდული პლატფორმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2012 წლის ახალგაზრდების დასაქმების ფორუმის ერთგვარი გაგრძელებაა. აღნიშნული ფორუმი ჟენევაში გაიმართა, სადაც 100 ახლაგზარდა ლიდერი შეიკრიბა და  ახალგაზრდების დასაქმების კრიზისის დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს.

“მსოფლიოში  73 მილიონ ახალგაზრდაზე მეტია უმუშევარი. მილიონობით ახალგაზრდა კი დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში მუშაობს. ამ მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმები სასწრაფოდ უნდა იქნას ნაპოვნი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამგვარი პლატფორმა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, მიაწვდინონ ერთმანეთსა თავიანთი ხმა და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემების შესახებ დებატების დროს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ“ – აცხადებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალგაზრდების დასაქმების პროგრამის ხელმძღვანელი, იანი როზასი,.

ამ ინტერაქტიული საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ დებატებს შეუერთდნენ. ახალგაზრდებს მეტს გაიგებენ ღირსეული შრომის შესახებ, რომელსაც მოდერირებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები გაუწევენ.

პლატფორმა უზრუნველყოფს ყოველთვიურ დებატებს სხვადასხვა თემებზე. შეირჩევა საუკეთესო საკითხები, რომლებსაც შსო თემატურად გაავრცელებს. უკვე მიმდინარეობს პირველი დებატები სტაჟირებაზე და  ვებ–გვერდის: www.decentwork4youth.org –  დახმარებით, მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.