მიმდინარეობს საიტის განახლება

დავა გრძელდება – ლიბერტარინელები შრომის ინსპექციის წინააღმდეგ

პროფკავშირები და  დამსაქმებლები შრომის ინსპექციის ამოქმედების საკითხზე ვერ თანხმდებიან. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე  ამბობს, რომ კონსულტაციებში ჯანდაცვის სამინისტრო, ევროკავშირი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული თუმცა ეკონომიკის სამინისტრო  შედეგის მიღწევას ბლოკავს.

გოჩა ალექსანდრიას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის ფონზე ეკონომიკის სამინისტრო დაეთანხმა მსგავსი სტრუქტურის შექმნას თუმცა  სანქციების გარეშე. გოჩა ალექსანდრიას განმარტებით კი ასეთი ფორმით შრომის ინსპექციის ამოქმედება დაუშვებელია. ალექსანდრიას ინფორმაციითვე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას  და მისი ლიბერტანიალური მიდგომები დიდ გასაქანს პოულობს ეკონომიკის სამინისტროში.

დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით კი შრომის ინსპექციის არსებობა პანაცეა არ არის. მიხეილ კორძახიას ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში სადაც შრომის ინსპექცია უფრო დიდი ფუქნციებით არსებობს ბევრი დარღვევებიც ხდება. მისივე თქმით, ინსპექციის შესაქმნელად აუცილებელია კონცეპტუალური ხედვა რაც ჯერჯერობით არ არსებობს. კორძახია ამბობს, რომ სამუშაო ბევრია თუმცა სამწუხაროდ ხისტი პოზიციებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება კონცეპტუალურ დონეზე მოლაპარაკებების დაწყება.

“შრომის ინსპექციის შესახებ” კანონპროეექტი მთავრობას უკვე მომზადებული აქვს. თუმცა, მასზე მსჯელობა მთავრობას არ დაუწყია.სავარუდოდ, პარლამენტი კანონს 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.

ფოტოზე: ძველი შუმერული ნახატი, სადაც ასახულია მონური შრომა

izulebiti shroma