მიმდინარეობს საიტის განახლება

გრიგორ გრადევის მოხსენება თბილისის საკრებულოში

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ევროპის პროფკავშირების ინსტიტუტის მთავარმა მკლევარმა, გრიგორ გრადევმა მოხსენება წაიკითხა თემაზე “ევროპული სოციალური მოდელი და ახალი გამოწვევები”. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ტემპუსის (ევროკავშირი) სამაგისტრო პროგრამის “ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების” ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნული პროექტი ეხმარება ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სტანდარტებთან მისადაგებას.
მოხსენების შემდეგ საჯარო დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საკრებულოს წევრმა და ტემპუსის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ბექა ნაცვლიშვილმა ასეთი ტიპის პროექტების მიზანშეწონილობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი

გიორგი ალიბეგაშვილმა მოხსენების და განხილული საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა

“საკრებულო მასპინძლობს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებს, რომლებიც ჩვენს მომავალ თაობას გააცნობენ იმ ტრადიციებს და ახლებულ მიდგომებს რომელიც ევროპაში ინტეგრაციის გზაზე აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება”, -განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

შეკრებას დაესწრნენ და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და დარგების წარმომადგენლებმა, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თბილისის მერიის, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სახალხო დამცველის აპარატის, ფრიდრიჰ ებერტის ფონდის, შრომის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის სოლიდარობის ცენტრისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები.sakr