მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გოჩა ალექსანდრია: “შრომის კოდექსის მიხედვით ზეპირი შეთანხმება დაშვებულია“

მარიამ აფციაური

კონტრაქტის არარსებობა, გამონაკლისი შემთხვევის გარეშე მცირე ვადით დადებული ხელშეკრულება, აუნაზღაურებელი შვებულება, უმიზეზოდ სამსახურიდან დათხოვნა – ეს ის მცირე დარღვევებია, რაც დასაქმებულებს ყველაზე მეტადა წუხებს. უმეტესობა თვლის, რომ 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი შესწორებების შემდეგ მათთვის არაფერი შეცვლილა. ამას დამსაქმებლების ნაწილიც ადასტურებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ასევე ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შრომის კოდექსში ცვლილებების შესვლის შემდეგ, შრომითი უფლებების გაუმჯებესებას ვერ გრძნობს. ხმები ასე გადანაწილდა: 115 პირმა დააფიქსირა, რომ რეალურად არაფერია შეცვლილი, 21 – მა ჩათვალა, რომ ვითარება გაუმჯებესებულია, 36-მანაწილობრივ გაუმჯებესებას მისც ახმა, ხოლო 206 მონაწილედან 20 -მა აღნიშნა, რომ მდგომარეობა პირიქით გაუარესებულია. 7 ადამიანმა პასუხისგან თავის შეკავება არჩია.

„რეზონანსი“ დაინტერესდა კერძოდ რა დარღვევები აწუხებთ დამსაქმებლებს. აღმოჩნდა, რომ უმეტესობა წერილობითი კონტრაქტის არარსებობას და აუნაზღაურებადი შვებულების საკითხს, ასევე ხელშეკრულების ვადის სიმცირეს განიცდის.

დეტალების გასარკვევად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს გოჩა ალექსანდრიას დავუკავშირდით.

მისი განმარტებით, ძირითადად შრომის ხელშეკრულება უნდა იყოს ან გრძელვადიანი (რაშიც იგულისხმება 1 წელი, ან მეტი), ან უვადო. ვადიანი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, ოღონდ გარკვეულ პირობებში.

“თუ სამუშაო სეზონურია, თუ ადამიანი აყვანილია სამსახურში შვებულებაში მყოფი პირის ნაცვლად. ასევე იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო არის მოკლევადიანი ხასიათის. მაგალითად, როცა სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი ოთახში, ან შენობაში. ამ დროს უნდა დაიდოს ხელშეკრულება შენობის გარემონტების ვადით.

შრომის კოდექსის მიხედვით ზეპირი შეთანხმება დაშვებულია, თუმცა წინა კოდექსის განგანსხვავებით აქ შეზღუდვაა. 3 თვის მერე დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ხელშეკრულება წერილობით გააფორმოს“.

შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულება სამუშაოს დაწყებიდან მეთერთმეტე თვიდან უკვე ეკუთვნის, თუმცა ზოგიერთი, ზოგჯერ პერმანენტულადაც 6, 7 და 3 თვიან კონტრაქტს აფორმებს და დამსაქმებლის მოტყუებას ამფ ორმით ცდილობს.

გოჩა ალექსანდრიას ცნობით ადამიანების უმეტესობას ხელშეკრულებას არ უფორმებენ. ხშირად დასაქმებულს სამსახურიდან ისე ათავისუფლებენ, რომ ხელფასსაც არ უხდიან.  დარღვევების კუთხით კი განსაკუთრებით ტურიზმის სფეროს მოიაზრებს (კერძოდ, სასტუმროს, რესტორნების სექტორს).

პროფკავშირების ცნობით საკითხზე, კერძოდ შრომის სახელმწიფო ინსპექციის ამოქმედებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს არის ორგანო, რომელიც ვითარებას დაარეგულირებს, შრომის უსაფრთხოების დარღვევებზე და მის უსაფრთხოების აღსრულებაზე თვალყურს მიადევნებს და რეაგირებას მოახდენს.

ამაში პროფკავშირებთან ერთად ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. რაც შეეხება ვადებს, როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში განგვიმარტეს,  მისი დამტკიცება სავარაუდოდ იქით კვირაშიმოხდება.მაქსიმალურ ვადად აპრილის თვეს განიხილავენ.

“შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება წესით უკვე იქითა კვირაში უნდა დამტკიცდეს.

შრომითი ინსპექციის შექმნის აუცილებლობა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში მოხვდა. ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები აპრილში უნდა იქნას მიღებული. ეს იმას ნიშნავს, რომ აპრილი ერთგვარი ვადაც არის, რადგან, თუ აპრილის თვეში, სამიტამდე თუ არ იქნა გადაწყვეტილი ცუდი რეაქცია მოჰყვება“_ აღნიშნა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ.goxa

წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=23711