მიმდინარეობს საიტის განახლება

გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის ახალგაზრდული დეპარტამენტის ვიზიტი საქართველოში

15 ნოემბერს, საქართველოს, ერთი კვირით,  DGB Sachsen-ის (გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის) ახალგაზრდული ორგანიზაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი საქართველოს პროფესიული კავშირების საქმიანობის გაცნობა; გაერთიანების ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაზიარება და  სამომავლოდ საერთო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება გახლდათ.

16 ნოემბერს სტუმრები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობასა და ახალგაზრდულ დეპარტამენტს შეხვდნენ და სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმეს.

საქართველოს ახალგაზრდა პროფკავშირებთან ერთად, გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის ახალგაზრდული დეპარტამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სადისკუსიო შეხვედრებში, რომლებიც ეხებოდა ახალგაზრდული ორგანიზაციების პროფესიულ მომავალს,  პროფესიული გადამზადების სისტემას საქართველოსა და გერმანიაში – საერთო მახასიათებლებსა და განსხვავებებს ამ სფეროში; ახალგაზრდების უმუშევრობას და  ამასთან დაკავშირებით ევროპული გამოცდილების გაზიარებას, ასევე  გერმანიისა და საქართველოს პროფკავშირების სისტემის უკეთ გაცნობასა და პრაქტიკული შესაძლებლობების გაცნობას გერმანელი ახალგაზრდებისათვის საქართველოში.

გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდა პროფკავშირებმა ორგანიზება გაუწიეს DGB Sachsen-ის ახალგაზრდული დეპარტამენტის წევრების ვიზიტებს სხვადასხვა ადგილობრივ საწარმოებში საქართველოს მასშტაბით, შეხვედრებს დამსაქმებლებთან, პროფესიული გადამზადების ცენტრების მონახულებას, შეხვედრებს უნივერსიტეტსა და პარლამენტში.

20 ნოემბერს პროფკავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა,  რომელიც ვიზიტის შედეგების პრეზენტაციას, ახალგაზრდული გაერთიანებების შეფასებებს და სამომავლო ნაბიჯებზე მოლაპარაკებებს დაეთმო. შეხვედრაზე იმსჯელეს, ასევე, გერმანიაში გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში იგივე ტიპის ვიზიტი გერმანიაში საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციისთვისაც დაიგეგმა უახლოეს მომავალში.

შეხვედრის შემდეგ, გერმანიის პროფკავშირების ახალგაზრდული დეპარტამენტი, საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად შეუერთდა ქსანში მდებარე სს „მინას“ საწარმოს წინ დაგეგმილ, მინისტარის მწარმოებელი მუშების მხარდასაჭერ აქციას, რომელიც „თბილისის სოლიდარობის ქსელმა“ პროფკავშირებთან ერთად გამართა. აქციაზე გერმანელი ახალგაზრდები სიტყვითაც გამოვიდნენ და მუშებსა და აქციის მონაწილეებს მიმართეს.

DGB Sachen-ის ახალგაზრდული დეპარტამენტის წევრები  საქართველოს  დღეს,  21 ნოემბერს დატოვებენ.

IMG_7092 IMG_7078 IMG_7077 IMG_7082 IMG_7101 IMG_7352