მიმდინარეობს საიტის განახლება

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე

თბილისში, სასტუმრო  “რედისონ ბლუ ივერიაში  პროექტის: “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ – პრეზენტაცია–წარდგენა გაიმართა. აღნიშნული ადგილობრივი ინიციატივა ხორციელდება არასმათავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლის”, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების  მიერ.

ღონისძიებას დაესწრნენ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი  მანანა კობახიძე, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაში, სახალხო დამცველის აპარატის საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსიტიტუცია, შრომის კოდექსი და სხვა საკანონმდებლო აქტები კრძალავენ დისკრიმინაციას, ის მაინც აღინიშნება შრომითი ურთიერთობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამსახურში მიღება და დასაქმება, ხელფასი, სარგებელი, სექსუალური ხასიათის ზეწოლა და სხვა. ქალთა ცნობიერების ნაკლებობა სამართლებრივი ხარვეზები, პოლიტიკური ნების ნაკლებობა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შესამცირებლად ხელს უწყობს დისკრიმინაციას სამუშაო ადგილებზე.

მომდევნო თვის განმავლობაში პროექტი იმუშავებს საქართველოში სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. პროექტის მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩაატარებს ტრეინინგებს დამსაქმებლების, დასაქმებულების და ახალგაზრდებისთვის; შეისწავლის შრომითი დავების შესახებ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს, კანონმდებლობას, უცხოურ პრაქტიკას და მოამზადებს შეფასების ანგარიშს; საქართველოს პარლამენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით; შეიმუშავებს სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის აკრძალვის და თანასწორი დასაქმების შესაძლებლობების სახელმძღვანელოს მსხვილი ბიზნესისთვის; მოამზადებს ჩრდილოვან ანგარიშებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცისთვის; განახორციელებს სამუშო ურთიერთობებში სქესის ნიშნით დაზარალებული ადამიანების დაცვას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; შეიმუშავებს დაუყონებლივი გავრცელებისთვის. პროექტი USAID–ის დაფინანსებით ხორციელდება.1