მიმდინარეობს საიტის განახლება

გეზის პარკის ახალი სიცოცხლე

თურქეთში, გეზის პარკის ოკუპაციის აქცია რომელიც ხეთა უგუნური ჭრით იყო გამოწვეული –  გარდაიქმნა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მოძრაობათ, როდესაც პოლიციიამ არათანაზომიერი ძალა გამიყენა.

ეს მოვლენა თურქეთის ისტორიაში დარჩება როგორც ყველაზე დიდი გეოგრაფიული, რაოდენობრივი, ხანგრძლივი და რადიკალური სოციალური მოძრაობა.

 

მოძრაობა გაგრძელდა ექვსი თვის განმავლობაში, სადაც “უბნის ფორუმები“ ოპერაციას აწარმოებდენ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას.

ბრძოლის ლოზუნგია:  “ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი ბრძოლა გრძელდება!“

ეს ლოზუნგი ცხადდებოდა ნეო–ლიბერალიზმის “საკურთხეველზე“  ქალაქური მემკვიდრეობის “შეწირვის“ წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოსაწოდებლად.  იმ საღამოს როდესაც პოლიციამ პარკის ევაკუაცია მეორეჯერ გამოაცხადა მოძრაობა გადავიდა ახალ ფაზაში. აქტივისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს თავიანთი უბნის ოკუპირების მოძრაობები, სადაც ისენი ორგანიზებას უკეთებდნენ ფორუმებს, კონცერტებს, ბიბლიოთეკებს, უფასო საჭმელს და გაცვლით ბაზრებს რათა არ დაკარგულიყო ის სული და იმედი, რომელიც გეზის პარკში გაიბადა.

კვლევის შედეგად, რომელიც იყო განხორციელებული ერთ ერთი თურქეთის დიდ კვლევითი კომპანიის მიერ, ცნობილი გახდა რომ გეზის პარკის მონაწილეები საშუალოდ 28 წლის ადამიანები იყვნენ. იქიდან 56 პროცენტი, უნივერსიტეტდამთავრებულნი, 37 პროცენტი უნივერსიტეტის მოსწავლეები და 52 პროცენტი დასაქმებული.

პოლიციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ რომელიც განხორციელდა დაკავებულებზე აღმოაჩინა რომ მათი 55 პროცენტი ცხოვრობდა TL 1,000 (335 ევროზე)–ზე ნაკლებ შემოსავალზე, და 85% კი თურქულ ლირაზე 2,000 (670 ევროზე).

პროტესტის მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა რელიგიის, წლოვანების, ეროვნების და შემოსავლის წარმომადგენლები. მთავარი ნაწილი წარმოადგენდა ქალაქში მცხოვრებ მუშებს, რომლებიც თავიანთი ხელობის გაყიდვით არსებობდნენ, და სხვა წარმომადგენლები იყვნენ ან მოსწავლეები ან უმუშევრები.

ეს ნიშნავს იმას, რომ პროტესტის დროს დაღუპულთა დიდი ნაწილი იყო. თურქი მუშათა კლასის წარმომადგენლები.  მუშები დღესაც რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

მუშათა ახალი თაობა ხმარობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა კომუნიკაცია მომხდარიყო სწრაფად. ფოტო ან სწრაფად დაბეჭდილი ელ–ფოსტა შეიძლება გაზიარდეს სწრაფად და კომენტარის გარეშე – რომელიც გაცილებით ჩქარია ოფიციალურ პროფკავშირული კორესპონდენციაზე.

მათ არჩიეს სოლიდარობა. მათ არჩიეს უსახელო გმირობა, ვიდრე თვის საუკეთესო კორპორატიული მუშის ჯილდოები. ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რომ კლასთა შორის ბრძოლა არ არის ისეთი ფენომენი, რომელიც მხოლოდ სამუშაო ადგილზე არსებობს, არამედ ქალაქის და ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი ამბავია.

ეხლა შეგვიძლია ვთქვათ რომ მოძრაობის მესამე ფაზა იწყება. “ძმებო, მოამზადეთ თქვენი აირწინაღები, დატენეთ თქვენი მობილური ტელეფონები. ბრძოლა გრძელდება!!“

წყარო:  http://www.equaltimes.org/opinion/the-spirit-of-gezi-park-lives-onTurkey Protests