მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაფიცვის მეშვიდე დღე რკინიგზაზში. შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება

რკინიგზაში გაფიცვის მეშვიდე დღე მიმდინარეობს. ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები სამწუხაროდ ისევ უშედეგოდ მიმდინარეობს.

მორიგი მოლაპარაკება პროფკავშირებსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის გაფიცულებთან ორი სხვადასხვა შეთანხმების წარდგენით დასრულდა, რომლებზეც აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ.

მათი თქმით, სანამ შეხვედრიდან რკინიგზის წარმომადგენელი მიღწეული შეთანხმების წარსადგენად მივიდოდა, ადმინისტრაციამ მათ სხვა საკითხებზე მომზადებული ბრძანება წარუდგინა, სადაც მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო გათვალისწინებული. გაფიცულმა რკინიგზელებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის საქციელი მოლაპარაკებების პროცესში რკინიგზის როლის დისკრედიტაციაა.

გაფიცულმა რკინიგზელებმა ასევე განმარტავენ, რომ ადმინისტრაციამ აზერბაიჯანიდან მემანქანეები ჩამოიყვანა და მათი მივლინების ფულს სრულად ფარავს. რკინიგზის ხელმძღვანელობა ამ ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზელების გაფიცვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც შეუერთდნენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ხელფასების გაზრდა, მეცამეტე ხელფასის გაცემა და ანაზღაურების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაწესებაა. lindag