ჩინეთში მშრომელთა პროტესტისა და გაფიცვების რიცხვმა კოლოსალურ მაჩვენებელს მიაღწია, განსაკუთრებით 2015 წლის ბოლოს, როცა ეკონომიკა არც ისე ძლიერად იდგა ფეხზე. საპროტესტო ტალღები ძირითადად წარმოების სექტორს, მშენებლობასა და სამთო მოპოვების დარგს უკავშირდება – უკანასკნელი წლის მონაცემებით, ამ მიმართულებით შრომითი დავების მასობრივი ზრდა გვაქვს სახეზე.
ჩინეთის შრომითი გაფიცვის რუკამ დააფიქსირა მხოლოდ 2015 წელს 2,774 ინციდენტი – ორმაგად გაზრდილი მაჩვენებელი წინა , 2014 წლის მონაცემთან შედარებით (1379). გაფიცვებისა და შრომითი დავების შეუქცევადი ზრდა 11 აგვისტოდან იწყება (იუენის დევალვაცია და საფონდო ბირჟის გაკოტრება) და გრძელდება 2015 წლის მეოთხე კვარტლის ბოლომდე, რადგან ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა სასიკეთო ძვრები ეკონომიკაში.
თუმცა ეკონომიკური დაღმასვლა მაინც უმნიშვნელო მიზეზია შრომითი დავების “ბუმისა”, უფრო ფუნდამენტური მიზეზი დამსაქმებლების მხრიდან სისტემატიური უარი იყო მშრომელთა ბაზისური უფლებების აღიარებაზე, როგორიცაა შრომის ანაზღაურების დადგენილ დროზე გაცემა, მშრომელებისათვის კანონიერად კუთვნილი ბენეფიტების უზრუნველყოფა. ამას დაემატა ადგილობრივი მმართველობის მარცხი შრომის კოდექსის აღსრულების მცდელობისას.
გაფიცვების უმეტესობა ხელფასის გადაუხდელობასთან იყო დაკავშირებული. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძიმით დგას მშენებლობის დარგში – დამსაქმებელი, ხშირად წლების განმავლობაში უბრალოდ უარს ამბობდა, გადაეხადა ხელფასები, შემდეგ კი კეტავდა კომპანიას და უჩინარდებოდა.
მხოლოდ 168 შრომითი დავა ეძღვნებოდა წელს ჩინეთში ხელფასების ზრდას. 2012 წელს,როცა ეკონომიკა შედარებით ძლიერი იყო, შრომითი დავების 30% – მდე ხელფასების ზრდის მოთხოვნით იწყებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვებისა და პროტესტის ტალღა მთელ ჩინეთს შეეხო, განსაკუთრებით ცენტრალური ეს პროცესები წარმოების სექტორში იყო, კერძოდ კი ეგრეთწოდებულ “მსოფლიოს საწარმოში” გუანგდანში. წარმოების სექტორში დაფიქსირებული 886 ინციდენტიდან 267 სწორედ ამ საწარმოს უკავშირდება ერთ წელიწადში.
დიაგრამაზე გამოსახულია 2015 გაფიცვებისა და მშრომელთა პროტესტის პროცენტული განაწილება სექტორების მიხედვით