მიმდინარეობს საიტის განახლება

გაფიცვა ესპანეთში

ესპანეთში დოკის მუშათა პროფესიულმა გაერთიანებამ (CETM union) გამოაცხადა 9 დღიანი გაფიცვა. პროტესტი მიმართულია ხელისუფლების გეგმის წინააღმდეგ, რომლის თანახმად პორტების ადმინისტრაციებს უფლება მიეცემათ დაიქირაონ პროფესიულ კავშირების არაწევრი პერსონალი. ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირების შემთხვევაში,  ამა წლის 6 მარტიდან , აღნიშნული გაფიცვა გადაიზრდება 3 კვირიან გაფიცვაში, რომელიც მნიშვნელოვნად შეაფერხებს სავაჭრო ურთიერთობებს ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე, პროფკავშირებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ყოველწლიურად, ქვეყნის პორტებში საშუალოდ გადის 500 მილონი მეტრული ტონა ტვირთი – ესპანეთის მთელოი ექსპორტის 2/3.espaneTi