მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გარდაბანი შესაძლოა ტრანსპორტის გარეშე დარჩეს! მძღოლები გაფიცვისთვის ემზადებიან

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლზე თავდასხმის და მისი ცემის ფაქტს ტრანსპორის პროფკავშირი ეხმაურება. ლავრენტი ალანია მომხდარის გამო შეშფოთებულია და საქმის სასწრაფო გამოძიებას მოითოხოვს. პროფკავშირის თავმჯდომარე სამართალდამცველ სტრუქტურებს ვადას მომდევნო კვირამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გარდაბნის ავტოტრანსპორტის გაფიცვით იმუქრება. “უკვე მერამდენიე შემთხვევაა, როდესაც მძღოლი ზეწოლასა და თავდასხმას განიცდის, შესაბამის სამსახურებს დროული მოქმედებებისკენ და დანმაშავის დასჯისკენ მოვუწოდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაბნის რაიონი ტრანსპორტის გარეშე დარჩება.” აცხადებს ალანია.