ინტერვიუ მოამზადა: დავით არაბიძემ
„საქართველოს ფოსტა“-ში დასაქმებულთა უფლებები სავალალო მდგომარეობაშია, 100%-ან სახელმწიფო წილის მქონე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პროფკავშირი იდევნება, დასაქმებულებს ავიწროვებენ და უფლებებს უფრო და უფრო უზღუდავენ. საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირმა მისი თავმჯდომარის სულიკო მაშიას ხელმძღანელობით საქართველოს ფოსტას არაერთი სასამართლო დავა მოუგო. “საქართველოს ფოსტა”-ს კი უფლებაშელახული თანამშრომლებისთვის ასობით ათასი ლარის კომპენსირება მოუხდა.
ინტერვიუ საქართველოს კავშირგაბმულობის პროფკავშირის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პროფლიდერთან, ქალბატონ მარინა რაზმაძესთან ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაა ორგანიზაციაში. უკვე წლებია რაც მარინა ხელმძღვანელობს აღნიშნულ შპს-ში გაერთიანებულ პროფკომიტეტს და ეს წლები მისთვის ბრძოლის წლებია. განსაკუთრებით რთული კი ბოლო 5 წელი გამოდგა, მას შემდეგ რაც შპს „საქართველოს ფოსტა“-ში გენერალურ დირექტორად დაინიშნა ლევან ჩიკვაიძე. მისი არჩევანი პროფკავშირის დევნა აღმოჩნდა. დევნის სტრატეგიის საფუძველზე წარმართა მან ურთიერთობა დასაქმებულებთანაც. დღეს მისმა ამ სტრატეგიამ სრულიად დაუფარავი და საშიში სახე მიიღო. ჩვენი ინტერვიუ ქალბატონ მარინასთან არა გაერთიანებული პროფკომიტეტის ოფისში, არამედ საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა სათაო ოფისში გაიმართა.
- სახელმწიფოს წილი შპს „საქართველოს ფოსტა“-ში 100% არის და ეს თითქოს პირდაპირ უნდა ავალდებულებდეს მის გენერალურ დირექტორს ლევან ჩიკვაიძეს, რომ მან იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სოციალური სახელმწიფოს იდეით და აწარმოოს ამ შპს-ში დასაქმებულთა პროფორგანიზაციასთან სოციალური დიალოგი, კოლექტიური მოლაპარაკება. რას აკეთებს ის? მაღთალია აქამდე არც არაფერს აკეთებდა ამ მიმართულებით, მაგრამ დღეს ხომ არაფერი შეიცვალა მის პოლიტიკაში?
მარინა რაზმაძე: დიახ ლევან ჩიკვაიძე უკვე მეხუთე წელი დაიწყო რაც შპს „საქართველოს ფოსტა“-ს გენერალური დირექტორია და მისი სტრატეგია არის პროფკავშირების სრული უარყოფა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიატორობის მიუხედავად, გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე კატეგორიულ უარზეა იქონიოს ცივილური ურთიერთობა საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირთან , ჩვენს გაერთიანებულ პროფკომიტეტთან. მისთვის სოციალური დიალოგი უცხოა, მიუხედავად იმისა რომ ორმხრივი კომისიის სხდომაზე ჩვენ გამოვიჩინეთ კონსტრუქციული პოზიცია და მოვახერხეთ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტის შეთანხმება, მან კატეგორიული უარი განაცხადა ხელი მოეწერა ამ შეთანხმებაზე. მის ეს უარი უკვე 3 წელია რაც გრძელდება. ჩვენი კონსტიტუციური უფლებები კი მისთვის არაფერს ნიშნავს.
- ჩვენ დღეს საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა სათაო ოფისში ვსაუბრობთ. ათწლეულების განმავლობაში შპს „საქართველოს ფოსტა“-ში ფუნქციონირებდა გაერთიანებული პროფკომიტეტის ოფისი. საქართველოს კანონი „პროფკავშირების შესახებ“ თქვენს ამ უფლებას ცალსახად აღიარებს. დღეს ჩვენ რატომ არა ვართ თქვენს კანონიერ პოზიციაზე? აქ რატომ გვიხდება საუბარი?
მარინა რაზმაძე: დიახ კანონი ჩენს მხარეზეა, მაგრამ რეალობა ის არის რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს შპს-ს გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე, სარემონტო სამუშაოს ჩატარების საბაბით, ოფისი დაგვაცლევინა. არ იყო გასული რამდენიმე დღე რომ ჩვენი ოფისის კარების ადგილას აგურით ამოშენებული კედელი დაგვხვდა. მან ეს საკმარისად არ ჩათვალა და მალევე ჩვენი შენობაში დაშვების პლასტიკური ბარათებიც გაგვიუქმა. დღეს ჩვენ საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის სათაო ოფისში ვხვდებით, რადგან გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ „საქართველოს ფოსტა“-ში ათწლეულების განმავლობაში მოქმედი პროფკავშირული ოფისი ასეთი ხრიკით წაგვართვა და სერთოდაც გზა გადაგვიკეტა, რომ ჩვენ კანონით დაცული პროფკავშირული საქმიანობის განხრციელება ვეღარ შევძლოთ.
- ასეთი ბლოკადის პოლიტიკა როგორ შეიძლება ქვეყანაში რომელიც გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და მთელი რიგი მისი კონვენციები, განსაკუთრებით კი №87 და №98 კონვენციები აქვს რატიფიცირებული?
მარინა რაზმაძე: დიახ როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართალი იცავს ჩვენი გაერთიანებული პროფკომიტეტის უფლებას პროფკავშირულ ოფისზე. აქვე მსურს აღვნიშნო რომ ჩვენ არა მხოლოდ ფართი წაგვართვეს, არამარტო დაგვიბლოკეს საშვები, არამედ მეტიც ბუღალტერიის მეშვეობით აღარ ახდენენ პროფკავშირული საწევროს აკრეფას. მინდ ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო რომ არც გაერთიანებულ პროფკომიტეტსა და არც პროფკავშირელებს ამაზე თანხმობა არ გაგვიცია.
- საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირი, თქვენი გაერთიანებული პროფკამიტეტი აქტიურად დაუდგა მხარში შპს „საქართველოს ფოსტა“-დან უსამართლოდ დათხოვნილებს. სადღეისოდ სასამართლო წესით განაცდურის გადახდა რამდენ უსმართლოდ დათხოვნილზე განხორციელდა და თავად ამ თანხამ რა მოცულობა შეადგინა?
მარინა რაზმაძე: 2017 წლის თებერვლამდე იძულებით განაცდური სასამართლოს წესით აინაზღაურა 37 უსამართლოდ დათხოვნილმა, სრული კომპენსაციის თანხამ შეადგინა: 760 040 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟთან ერთად თანხამ მიაღწია 849 040 ლარს. საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირი, ჩვენი გაერთიანებული პროფკომიტეტი სოლიდარულები ვართ ამ ადამიანებთან და როგორც სოციალური, ასევე სამართლებრივი მეთოდებით მათ მხარ ვუჭერთ.
- ფაქტები თავად ღაღადებენ რომ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ზარალს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს, ბღალავს სახელმწიფოს სახელს. ეს მისი დამსახურებაა რომ შპს „საქართველოს ფოსტა“ ეს უკვ მერამდენედ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, როგორც სოციალური, შრომითი და პროფკავშირული უფლებების დამრღვევი ორგანიზაცია. საქართველოს მთავრობაში რა შეფასებას აძლევენ ლევნ ჩიკვაიძის საქმიანობას?
მარინა რაზმაძე: საქართველოს მთავრობა როგორც პროფკავშირების, ასევე უსამართლოდ დაზარალებულთა მხრიდან ინფორმირებულნი არიან, მაგრამ რა? ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლევან ჩიკვაიძეს კარგი მენეჯერიც კი უწოდა. ამ „კარგ მენეჯერს“ კი ათეულობით და ათეულობით ადამიანი უჩივის. რამდენმა უკვე მოიგო სარჩელები და კიდევ რამდენი მოიგებს, ბევრიც განმეორებითაც უჩივის. მისი ასეთი მენეჯერობა ხომ პირდაპირი ზარალია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რომელიც ამ გზით მილიონებს კარგავს.
- დიახ რთულია ასეთ არა ცივილურ გარემოში პერსპექტივაზე ისაუბრო, მაგრამ მაინც რას გეგმავთ სამომავლოდ?
მარინა რაზმაძე: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ჩვენ გაერთინებული პროფკომიტეტი, საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირი და საქართველოს პროფკავსირების გაერთიანება არ ვაპირებთ შევურიგდეთ პროფკავშირების დევნის პოლიტიკას. ჩვენს არსენალში არის სოციალური და სამართელებრივი მექანიზმები რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ კავშირგაბმულობის მუშაკთა სოციალური, შრომით, პროფესიული და ეკონომიკური უფლებების და ინტერესების დასაცავად. პროფკავშირს ვერავინ აკრძალავს, პროფკავშირი ცოცხალია და იგი იმოქმედებს სრული სოციალური პასუხისმგებლობით.