მიმდინარე წლის 9–11 ივნისს, გაერთიანების დელეგაცია (გოჩა ალექსანდრია, ნუგზარ ჭინჭარაული, მედეა აბესაძე), იმყოფებოდა კიშინიოვში, პროფკავშირული სწავლების სფეროში, მოლდოვის პროფკავშირების კონფედერაციისა და პროფკავშირული შრომის ინსტიტუტის საქმიანობის გაცნობის მიზნით.
გაიმართა შეხვედრები: მოლდოვის კონფედერაციის ვიცე პრეზიდენტთან ბ–ნ მიხეილ ხინკუსთან და კონფედერალურ მდივანთან ბ–ნ ნიკოლაი სურუჩანუსთან;
მოლდოვის მშენებელთა პროფკავშირების პრეზიდენტთან ბ–ნ ვიქტორ ტალმაჩთან; რომელიც ამავე დროს არის შრომის ინსტიტუტის აქტიური ტრენერი;
მოლდოვის საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის თავმჯდომარესთან ბ–ნ ვლად ტანცირთან;
მოლდოვის სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილესთან ბ–ნ ლეონარდ პალიისთან, რომელიც ასევე, ამავე დროს არის შრომის ინსტიტუტის ტრენერი;
შრომის ინსტუტუტის ხელმძღვანელობასთან, სადაც შეჯამდა ვიზიტის 2 დღე და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
მოლდოვის შრომის ინსტიტუტის საქმიანობის გაცნობისა და ინსტიტუტის ხელმძღვანელობის რეკომენდაციების გაანალიზების შემდეგ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გადაწყვიტა მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყოს პროფკავშირული ტრენერების მოსამზადებე ბლად 1 ეტაპი, მთლიანად სწავლება გაგრძელდება 1 წელი. დელეგაციის წევრების მიერ შემუშავებული იქნა სპეციალური ანკეტა, რომელიც დაეგზავნება დარგებს და მათ მიერ შერჩეულ კადრებთან მოეწყობა გასაუბრება და შედგება 30 კაციანი ჯგუფი.
სწავლების საორგანიზაციო სტრუქტურა:
- სწავლებას ხელმძღვანელობს სასწავლო საბჭო ეროვნულ დონეზე: რომელიც შეიმუშავებს სწავლების სტრატეგიასა და პოლიტიკას, კოორდინაციას უწევს სასწავლო სისტემას; საბჭოში შედიან კონფედერაციის ხელმძღვანელები, დარგობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, შრომის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და სწავლების ცალკეული მიმართულების ხელმძღვანელები, მეცნიერ მუშაკები.
- შრომის ინსტიტუტი – ამზადებს კადრებს ყველა დონეზე და ყველა მიმართულებით.
- სასწავლო დეპარტამენტები, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს.
ინსტიტუტი კოორდინაციას უწევს სწავლებას ყველა დონეზე, შეიმუშავებს და ნერგავს სწავლების თანამედროვე სტანდარტებს, შემუშავებს სასწავლო პროგრამებს, შექმნილი აქვს და პერიოდულად ანახლებს პროფკავშირული პედაგოგიკისა და თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების მონაცემთა ბანკს..
დარგობრივი ორგანიზაციები თანხას გამოყოფენ საწევრო შენატანებით ფორმირებული ბიუჯეტიდან. ასევე, ცდილობენ დამსაქმებელთან გაფორმებულ კოლექტიურ შეთანხმებაში გაითვალისწინონ დამსაქმებლის მიერ თანხების გამოყოფა პროფკავშირული სწავლებისათვის. ყოველწლიურად კონფედერაცია ბიუჯეტში ითვალისწინებს მინიმუმ 10 პროცენტს სწავლებისათვის. მიმდინარებს მუშაობა, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო გაიზარდოს.
ყოველი დარგის წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები სწავლებისათვის, ყველა დარგში ინდივიდუალურად. დღეისათვის შრომის ინსტიტუტი დაახლოებით 150 000 აშშ დოლარი ხარჯავს პროფკავშირულ სწავლებაზე.
ხშირად, შრომის ინსტიტუტი დარგობრივი პროფკავშირიდან დამატებით იღებს შეკვეთას, ამა თუ იმ თემაზე სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გაწერილი წლიური გეგმით. ასეთ შემთხვევაში, დაფინანსება ნაწილდება შემდეგნაირად: კონფედერაცია 30 %, დარგი 70%.
ინსტიტუტს აქვს კურსდამთავრებულთა ელექტრონული მონაცემთა ბაზა, თუ ვინ რა თემაზე გაიარა სწავლება და როგორი იყო მათი აკადემიური მოსწრება.
სწავლების კურსის დამთავრების შემდეგ, სტუდენტი იღებს სერტიფიკატას ან დიპლომს. დოკუმენტის მიღებამდე, სტუდენტები აბარებენ ტესტს შესაბამისი საგამოცდო კომისიის წინაშე.
ინსტიტუტი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წელიწადში ორჯერ ანგარიშს აბარებს კონფედერაციას. ინსტიტუტს სასწავლო თემას უკვეთავს კონფედერაცია ან დარგი, რომელსაც შემდეგ ამუშავებს ინსტიტუტის შესაბამისი დეპარტამენტი და სპეციალისტები.
ინსტიტუტს აქვს დამუშავებული თემები პროფკავშირული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით. ამ თემებს ამტკიცებს კონფედერაციის კოლეგიური ორგანო. ძირითადი თემებია: ახალი წევრების მოზიდვა, მოლაპარაკებების წარმოება, სოციალური დიალოგი, პროფკავშირული ორგანიზაციის მართვა/მენეჯმენტი, შრომის უსაფრთხოება, ტრენერების მომზადება, ლიდერის უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება და ა.შ.
ინსტიტუტში ფუნქციონირებს სკოლა „პროფკავშირული აქტივისათვის, სადაც სამუშაოს შემდეგ სურვილის შემთხვევაში მოდიან მსმენელები სიახლეების გასაცნობად.
კურსდამთავრებულები იმის მიხედვით, თუ სწავლების რომელი საფეხური გაიარეს აწყობენ სწავლებას პირველადებისა და დარგობრივ დონეზე.