მიმდინარეობს საიტის განახლება

ბრძოლა სიღატაკესთან

1964 წლის იანვარში პრეზიდენტმა ჯონსონმა იცოდა, რომ თითქმის ხუთიდან ერთი ამერიკელი სიღატაკეში ცხოვრობდა. თანამდებობის დაკავებიდან სულ რამდენიმე კვირაში, ქვეყნისადმი თავის პირველ მიმართვაში, მან ამერიკელებს ამ საკითხის გადაწყვეტის გზა შესთავაზა:

 „ეს ადმინისტრაცია დღეს, აქ და ახლავე,  სიღატაკეს უპირობო ომს უცხადებს.“

მისი „ომი“ -ს ფორმები შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი პროგრამების დანერგვა, კვების, ჯანდაცვის, განათლების და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების დარგებში.

პრეზიდენტის  განცხადებით:

„მიზანმიმართული შეტევის მთავარ იარაღად გვექნება, უკეთესი სკოლები და უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი სახლები, უკეთესი სწავლება და უკეთესი სამუშაო ადგილები.“

ჯეიმს ჯონსი, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტ ჯონსონის აპარატის უფროსი გახდა, ამბობს, რომ ბატონ ჯონსონს სურდა მისი წინამორბედი დემოკრატი პრეზიდენტების დაუმთავრებელი საშინაო გეგმების განხორციელება:

„ისეთი საქმეები, როგორიც იყო „მედიქეარი“, რომელიც ადრე პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა წამოიწყო 1946-47 წლებში და არაფერი გაკეთებულა მასთან მიმართებაში. ისეთი საკითხები, როგორიცაა საცხოვრებლის დაქირავებისას ან ყიდვისას დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რომელიც ასევე ტრუმენის ადმინისტრაციის დროს უკავშირდება, თუმცა 20 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.“

როცა პრეზიდენტმა ჯონსონმა და მისმა მეუღლემ 1964 წელს მოიარეს გაღატაკებული რაიონები, მაშინ ამერიკელთა 19 % სიღატაკეში ცხოვრობდა.

დღეს ეს ციფრი 15 % -ია და ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის, მაიკლ ტანერის აზრით არც თუ კარგი ციფრია.

„ეს არ არის კარგი შედეგი, თუ გავითვალისწინებთ რამდენი ფული დავხარჯეთ. 1964 წლამდე თუ დავბრუნდებით, ჩვენ დაახლოებით 
15 ტრილიონი  დავხარჯეთ და სიღატაკე კი თითქმის იგივე ნიშნულზე გამოიყურება.“ აღნიშნავს ის.

კრიტიკოსები კონგრესში ამბობენ, რომ სიღატაკის შემცირების პროგრამების ხარჯები უკონტროლო გახდა. ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელებით დომინირებულმა წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა სასურსათო ბარათებით დახმარების პროგრამის, წელიწადში 4 მილიარდით შეკვეცას.
მაიკლ ტანერი ასევე ამბობს, რომ სოციალური პროგრამების შეღავათების ფართო ხელმისაწვდომობა ამცირებს შრომის სტიმულირებას:

„შეხედეთ! ღარიბები ზარმაცები არ არიან, მაგრამ ისინი არც სულელები არიან. თუ თქვენ ვინმეს უფრო მეტს გადაუხდით უსაქმურობაში ვიდრე ისინი ამას მუშაობით მიიღებდნენ, მაშინ შესაძლებელია, რომ ბევრი მათგანი კარგად დაფიქრდეს, უღირს თუ არა მუშაობა.“

ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის რონ ჰასკინსის აზრით, მიუხედავად ბევრი  ნაკლისა, ჯონსონის ინიციატივებმა მილიონობით ადამიანი გამოიყვანა სიღატაკიდან.

„სიღატაკის წინააღმდეგ ზოგადი მიმართულება და ზოგიერთი პროგრამები უაღრესად წარმატებული იყო. ჯონსონის საქმიანობის წყალობით ქვეყანა ახლა უკეთეს მდგომარეობაშია.“ – აცხადებს მკვლევარი

პრეზიდენტ ჯონსონის ყოფილი თანაშემწე ჯეიმს ჯონსი ამბობს, რომ ის პროგრამები, რომლებიც აღმოცენდა „სიღატაკეზე ომიდან“, ლინდონ ჯონსონის ყველაზე დიდ წარმატებებს მიეკუთვნება.

amerikiskhma.comgatak