მიმდინარეობს საიტის განახლება

ბრძოლა “ბი ენდ პიში“ და განგაში დამსაქმებლებს შორის

1396656_4998730945452_502543848_nქალაქ ფოთში მდებარე  ნავსადგურის მოიჯარე კომპანია შპს “ბიენდპი“–ში დასაქმებულმა დაახლოებით 150 ადამიანმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა შეექმნათ პროფესიული კავშირი და გაწევრიანდნენ ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულ კავშირში. დასაქმებულების გააქტიურება გამოიწვია იმან, რომ ფოთის ტერიტორიაზე უკვე შექმნილი იყო პროფკავშირული ორგანიზაციები და შესაბამისად დიალოგი უკვე იყო დაწყებული “ბი ენდპის“ დამსაქმებელებთან. მშრომელებმა დამსაქმებელს შემდეგი მოთხოვნები წაუყენეს:

1. სანიტარული ნორმების დაცვა;

2. ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

3. კვების საკითხის მოგვარება;

4. ხელფასების ზრდა;

5 პროფკავშირის შექმნაში თავისუფლების მიცემა.

დასაქმებულების გამომუშავების ტარიფები ძალიან დაბალია და ამასთან დაკავშირებით პროფკავშირის წარმომადგენლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას სპეციალური წერილიც მისწერეს. როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ლავრენტი ალანია აცხადებს, “ბიენდპის“ ხელმძღვანელებმა თავიდან გამოთქვეს მათთან შეხვედრის სურვილი და კომპანიის თბილისის ოფისში შედგა ეს შეხვედრა. შეხვედრაზე  თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა, თუმცა ამის შემდეგ, დამსაქმებლების წარმომადგენლებმა დაიწყეს დასაქმებულების დაშინება და მათ აფრთხილებდნენ, რომ არ შესულიყვნენ პროფკავშირში. ამას მშრომელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და ორი ცვლის თანამშრომლები გამოვიდნენ გარეთ შექმნილი მდგომარეობის გამო პროტესტის გამოსათქმელად.

ლავრენტი ალანია, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი: “ის რაც ფოთში ხდება, არის აშკარა დისკრიმინაცია და დევნა პროფკავშირული კუთხით. დამსაქმებლებნა აირჩიეს ძალიან  არასწორი გზა. მათ შექმნეს ე.წ. ყვითელი პროფკავშირი, სადაც ძალით აწევრიანებენ ხალხს. 22 ოქტომებრს 3 საათზე დაწესებულებაში შეჰყავთ ნოტარიუსი, რათა ახალი ფსევდოპროფკავშირი დააფუძნონ. დასაქმებულებს აიძულებენ, რომ დახიონ განცხადებები ნამდვილ პროფკავშირში შესვლაზე და დაწერონ ახალი განცხადებები ე,წ, ყვითელ, ანუ ყალბ პროფკავშირში შესასვლელად.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. უკვე გაეგზავნა სპეციალური წერილები ჯანდაცვისა და ეკონიმიკის სამინისტროებს, რათა მათ ითამაშონ მედიატორის როლი და მოხდეს ორგანიზაციაში ტექნიკური ინსპექციის შეშვება და მათ შეისწავლონ მდგომარეობა. კანონიდან გამომდინარე დამსაქმებელს მიცემული აქვს 21 დღიანი ვადა. გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ “ბიენდპის“ დამფუძნებლებს შორის ერთგვარი განგაში იყო გამოცხადებული და სასწრაფოდ დაიწყეს სველი წერტუილების შეღებვა და თითქოს ცდილობენ ორგანიზაციაში არსებული რთული სანიტარული მდგომარეობის გამოსწორებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პროფკავშირის შიშში. დღეს ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას რათა მათ აღძრან საქმე კომპანიის დირექტორებზე: ჯუმბერ ცომაიასა და თამაზ კაპანაძეზე, რომლებიც უხეშად არღვევენ დასაქმებულთა უფლებებს“.