მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკარის შრომა

შრომა და აზროვნება ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი თვითგამოხატვის ფორმაა. გონიერი ადამიანი თავისი გონივრულობითა და კომუნიკაბელურობით უაღრესად საინტერესოა მისი შრომით საქმიანობის არეალში ვინც იცნობს სხვანაირი ვერც კი წარმოუდგენია საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაციის (კავშირის) „კათარზისის“ მთავარი ბიბლიოთეკარი ლილი გორდელაძე- მიმინოშვილისა. ამ ღირსეულ, მშრომელ ადამიანს თითქმის  60  წლიანი შრომითი ბიოგრაფია გააჩნია, რომელთაგან 50-ზე მეტი მან მიუძღვნა თბილისის საბიბლიოთკო სისტემას, განსაკუთრებით კი მის სააბონენტო განყოფილებას. რამდენიმე ათული თაობა მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობისა მისი უშაულო დახმარებით ეუფლებოდა სწავლასა და განათლებას, ეცნობოდა ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას,  იფართოვებდა თვალთახედვისა და აზროვნების არეალს. მისი შრომა თბილისის ბიბლიოთეკებში, განსაკუთრებით კი დედაქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში მართლაც ზეცას შეჭიდებული ტიტანის შრომა იყო. ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნადი ფონდის რამდენი სისტემატიზაცია განხორციელებულა ამ მშრომელი ქალბატონის მიერ? წიგნსაცავების რა რაოდენობა არის მისი გამრჯე ხელით გადარჩეული? რამდენი წიგნის მტვრის გემო აქვს ნაგემი? და ეს ყოველივე მოკრძალებულზე მოკრძალებული ხელფასის ფონზე.

ათწლეულების განმავლობაში, უწყვეტი ცენზურის პირობებში, როცა მწერლები და პოეტები ნებადართულ და აკრძალულებად იყოფოდნენ, მხოლოდ ამ ღირსეული ქალბატონის შრომითა და ძალისხმევით იყო შესაძლებებლი მათგან ბევრის, თუმცა არა ყველას სახელის მკითხველამდე მიტანა, მათი ნაწარმოებების ხსნა დავიწყებისაგან XX საუკუნის 90-იანმა წლებმა, რომლებმაც ფუნდამენტალურად გადაატრიალეს ქვეყნისა და ჩვენი ცხოვრება, ბედის სასწორზე შეაგდეს ბიბლიოთეკების მომავალი.   ქვეყანაში ბიბლიოთეკების რიცხვი თითქმის 10-ჯერ დასცა, ასევე შემცირდა წიგნების და ჟურნალ- გაზეთების ფონდიც. ამ ვითარებაში როცა 90-იან წლებში ბიბლიოთეკარებისთვის შინ თუ სამუშაო ადგილზე ელექტრო ენერგია, გაზი და წყალი სანატრელი იყო, მართლაც თავდადებული მშრომელი უნდა ყოფილიყავი რომ იმ სიმბოლური ანაზღაურების ფასად შენ სამუშაო ადგილზე – ბიბლიოთეკაში მდგრიყავი, მაგრამ ისევე, როგორც საგუშაგოს ერთგულად მცველი მებრძოლი დგას საკუთარ პოსტზე, ასევე იდგნენ ბიბლიოთეკარები გაყინულ და ჩაბნელებულ ბიბლიოთეკების შენობებში. დიდი თუ პატარა, ნასწავლი თუ სწავლის მსურველი ელოდა, ითხოვდა და მოითხოვდა კიდეც ბიბლიოთკარისგან შრომით სასწაულს – ბიბლიოთეკის უწყვეტ მუშაობას და ბიბლიოთეკაც მუშაობდა, რადგან მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის ბიბლიოთეკარი ლილი გორდელაძე- მიმინოშვილისა. ეს არ იყო ფანატიკოსის თავგანწირვა, ეს იყო ადამიანის მიერ საკუთარი ადამიანური თვისების სრულად გამოვლენა, მისი ნაყოფიერი სულის მატერიალური განხორციელება – პროფესიის ერთგულება შრომით.

დღეს ლილი გორდელაძე – მიმინოშვილისა საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაციის (კავშირის) „კათარზისის“ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს. ასოციაციის 310  ბენეფიციარიდან 292 მისი ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია. თავად ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უწყვეტატ ზრდადია, ასევე სტაბილურად იღებენ მკითხველები სახვადასხვა ენოვან ჟურნალ-გაზეთებს. ეს ყოველივე კი შესაძლებელია იმ მოხალისეების მხარდაჭერით, რომელთა მიმართ შრომა არ დაუშურებია ლილი გორდელაძე – მიმინოშვილისას. გაცემული, ამაგი ჰაერში არ გაფანტულა და დღეს ქალბატონ ლილის ხელმძღვანელობით მოქედი ბიბლიოთეკა წარსულში კი არ არის გაყინული, უწყვეტად მიიწევს წინ. შრომის მოყვარე ადამიანი მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გაცემა – მიღებით არ არის დაკავებული. ის დიდ საინფორმაციო – მეთოდურ მუშაობას ეწევა, რადგან მხოლოდ მისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ეხმარება დამწყებ ბიბლიოთეკარებს, რათა მათ თავი გაართვან ბიბლიოთეკის მუშაობის უაღრესად რთულ  საქმეს. ხუმრობა საქმეა, საქართველოს რომელსაც მრავალათეულ წლიან გამოცდილება გააჩნია საბიბლიოთეკო საქმის სწავლებისა, დღეს უმაღლეს სასწავლებლებში საბიბლიოთეკო ფაკულტეტი აღარ გააჩნია. ეს განსაკუთრებულად ზრდის ლილი გორდელაძე- მიმინოშვილისას მსგავსი ენთუზიასტების პასუხისმგებლობას, როგორც თავისი პროფესიის, ასევე ზოგადად დარგის მომავლისადმი. საბიბლიოთეკო საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ბიბლიოთეკის  ენციკლოპედისტი ლილი გორდელაძე-მიმინოშვილისა მუყაით-მშრომელი შეუცვლელია თავის   სამუშაო და სამოღვაწეო პოზიციაზე.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაციის (კავშირის) „კათარზისის“ ბენეფიციარები და ალტერნატიული სამსახურში ჩამდგარი ახალგაზრდები ქალბატონ ლილის გამრჯეობის შეწევნით აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ ღონისძიებებში, ბიბლიოთეკაში იმართება აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე „მრგვალი მაგიდები“, დისპუტები, შემოქმედებითი საღამოები, ბიბლიოთეკა ცოცხლობს.

სიტყვა ღირსეულ მშრომელ ადამიანზე ლილი გორდელაძე-მიმინოშვილზე არასრული იქნებოდა, რომ არა ერთი აღიარება. „კათარზისის“იტალიელმა სტუმარმა, როდესაც მოინახულა შრომის მოყვარე ლილი გორდელაძე – მიმინოშვილის ხელით მაღალ ესთეტიკურ დონეზე გაფორმებული მისი სამუშაო ადგილი, დაწესებულების შთაბეჭდილების წიგნში საკუთარი ხელით აღნიშნა: „სულ რაღაც 10 წუთი დავყავი ამ მშვენიერ გარემოში, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თან აქ დამხვდა თმაშევერცხლილი, მშვენიერი, მშრომელი ქალბატონი, რომელმაც თავისი დიადი უბრალოებით ჩემი ბიბლიოთეკარი – ბებია გამახსენა“.

დავით     არაბიძეbiblioteka