27 ნოემბერს შპს “ბარვილ–ჯორჯიას” ხელმძღვანელობასა და საქართველოს ტრანსპორტისა და გზების პროფკავშირებს შორის 16 გვერდიანი კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად “ბარვილ–ჯორჯია”–ს ყველა დასაქმებულს გაუფორმდა უვადო ხელშეკრულება, დასაქმებულებს ექნებათ 100%–ანი დაზღვევა, ახალი წლიდან ხელფასების მატება და ე.წ. მეცამეტე ხელფასები.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ულოცავს ფოთელ მშრომელებს ამ წარმატებას! იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!