1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფკავშირების წევრები ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებისთვის სისხლს გაიღებენ. აქცია, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 11:30 საათზე გაიმართება. „ის ბაშვები,რომელთაც ჩვენი დახმარება სწირდებათ სვენი ქვეკნის მომავალია, ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა კი ჩვენი მოვალეობაა. ჩვენი აქციით თუ მივაღწევთ იმას, რომ გადავარჩინოთ ერთი ბავშვის სიცოცხლე მაინც, დღევანდელი აქციის მიზანი მიღწეული იქნება. ერთად დავეხმაროთ ბავშვებს, შევავსოთ სისხლის ბანკი- ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის.“
ამავე დღეს 15 საათზე, პროფკავშირების გაერთიანების შემოქმედთა კავშირი, მუშთაიდის პარკში, პატარა ხელოვანებისა და ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით ქცია კონცერტს გამართავენ.