მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“ახალი მშენებლობის“ ძველი მეთოდები

გასული წლის ნოემბრის თვეში არქიტექტურის მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, მიმართა შპს “ახალ მშენებლობაში“ დასაქმებულმა ადამიანებმა. მათი განცხადებით კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ააშენეს იუსტიციის სახლი. თუმცა დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას.

კერძოდ, შპს “ახალი მშენებლობა“ დასაქმებულებს არ უხდიდა კუთვნილ ხელფასს.  არქტიტექტურის მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა იურიდიული დახმარებისათვის მიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიულ სამსახურს.

შპს “ახალი მშენებლობის“ ადმინისტრაციასთან 1 თვიანი სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ, სახელფასო დავალიანების ნაწილი ანაზღაურდა, რამაც სულ 5120 ლარი შეადგინა. გაერთიანების იურიდიულმა სამსახურმა დამსაქმებელი კომპანიისაგან მიიღო დაპირება, რომ თანხის მეორე ნაწილი უახლოეს მომავალში დაიფარებოდა, თუმცა უშედეგოდ.

2014 წლის 10 იანვარს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიულმა სამსახურმა მოამზადა სარჩელი, შპს “ახალი მშენებლობის“  მიმართ, რომელიც, გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესის მიმდინარეობას და შედეგებს დამატებით გაცნობებთ. axali mshenebloba