მიმდინარეობს საიტის განახლება

ახალბედა პროფკავშირული მოძრაობა საქართველოში

rkinigza firmaავტორი: ერიკ ლი

ნოემბერში, ორი დღის მანძილზე, საქართველოს რკინიგზაში დრამა გათამაშდა, რამაც მშრომელთა მოძრაობა საუკეთესო მხრიდან წარმოგვიდგინა.ეს მოხდა იმ პატარა ქვეყანაში, რომელიც შავ ზღვისა და კავკასიის მთებში მდებარეობს.

დაახლოებით 6000 ათასი რკინიგზელი გაიფიცა,  რადგან მათთან მოლაპარაკებებზე  საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა, მოლაპარაკებები ეხებოდა ისეთ საკითხებს ,როგორიცაა ზეგანაკვეთური ანაზღაურება, პრემიების სისტემა და სხვა უფლებები.

ვიტალი გიორგაძე, საქართველოს რკინიგზის მუშაკთა ახალი პროფესიული კავშირების (GRWNTU) თავმჯდომარემ  Equal Times-სთან ინტერვიუში განაცხადა რომ: “დაახლოებით  ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კოლექტიური მოლაპარაკებები  რკინიგზის ადმინისტრაციასთან   . ჩვენ გვსურდა, რომ ყველა იმ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რომლის გარანტია შრომის კოდექსი იყო და ამან ეს პროცესები უფრო მეტად დააჩქარა.“

პროფკავშირების ლიდერები კომპრომისზე წავიდნენ. მათ ადმინისტრაციას დამატებით ათ დღიანი ვადა მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული 21 დღიანი ვადა უკვე გასული იყო.  მაგრამ უშედეგოდ. 14 ნოემბერს, დილის 10 საათზე, საქართველოს რკინიგზის მუშაკთა “ახალმა პროფესიულმა კავშირმა“ აქცია დაიწყო. 6 საათის შემდეგ აქციას სოლიდარობა გამოუცხადა ეროვნულმა და საერთაშორისო პროფკავშირებმა. ამის შემდეგად საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ  გადაწყვიტა წამოსულიყო მოლაპარაკებებზე. შეთანხმება მიღწეულ იქნა დილის 3 საათზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოს პროფკავშირების ისტორიაში. ისინი მუდამ ებრძოდნენ რეპრესიული შრომის კოდექსს და ყველაზე უმძიმეს სამუშაო პირობებს ევროპაში.

რუსული რევოლუციიდან ვარდების რევოლუციამდე

ქართველმა მშრომელთა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების ლიდერებმა მოსალოდნელზე მეტს მიაღწიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და მეორე ინტერნაციონალში 1917 წლამდელ პერიოდში. ეს ტრადიცია მეტწილად დავიწყებულ იქნა 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდგომ ათწლეულებში.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყო მცდელობა პროფკავშირების განადგურებისათვის, რადგან პროფკავშირები ოპონირებას უწევდა  მის მთავრობას.

ერთი წლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის მიერ გამსახურდიას  ხელისუფლების დამხობით,  სასიკეთოდ მაინც არაფერი შეცვლილა და მხოლოდ 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ცვლილებები დაიწყებოდა.თუმცა ცვლილებები მაშინვე არ დაწყებულა.

სააკაშვილის წლები

სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ფაქტია, რომ აღინიშნებოდა დიდი ბრძოლით პროფკავშირების მიმართ დამსაქმებლის შეურიგებელი პოზიციისა და ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდული შრომის კოდექსის გამო.

როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია აღნიშნავს: “პოლიტიკა მიმართული იყო სამუშაო ძალის ექსპლუატაციისაკენ, შრომის ბაზრის ინსტიტუტების შემცირებისა და ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნისაკენ, რომელიც ბრძოლას უცხადებდა სოციალური დიალოგის არსებობას პრაქტიკაში.“

ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითია 2011 წელს “ჰერკულესის“მეტალურგიული ქარხნის მუშების გაფიცვა, როდესაც ადგილობრივმა მთავრობამ და ქუთაისის პოლიციამ  ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში დაარბია გაფიცვა.

რკინიგზაშიც იყო პროფკავშირების დაშლის მცდელობები.2011 წლის დასაწყისში რკინიგზის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა მოიწვია ყრილობა. პროცესი ჩაიშალა რამდენიმე ადგილას დამსაქმებელთა ჩარევით. მათმა აგენტებმა ყრილობის დელეგატებს ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს.თუმცა პროფკავშირებმა განაგრძეს ბრძოლა ამ გარემოებების წინააღმდეგ და წევრებმა შეინარჩუნეს სოლიდარობის მაღალი გრძნობა.

სააკაშვილი არ გამოირჩეოდა პროფკავშირებთან მეგობრული ურთიერთობით. მისი პოლიტიკა განიხილებოდა როგორც ნეო-ლიბერალური რეფორმები  ქვეყანაში, რამაც უფრო რთული გახადა ქვეყანაში პროფკავშირების შენება. თუმცა, მისი ბრძანების საფუძველზე დაიწყო მოლაპარაკებები პროფკავშირსა და მთავრობას შორის შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ დადებითი შედეგით დასრულდა.

ახალი შრომის კოდექსი, რომელშიც შესწორებები 2013 წლის ზაფხულში შევიდა, შორს არის იმისგან, როგორიც პროფკავშირებს სურდათ რომ ის ყოფილიყო. მაგრამ, როგორც საერთაშორისო პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ აღიარა ახალი კანონმდებლობა „გარკვეულწილად უზრუნველყოფს  პროფკავშირების  დაცვას დისკრიმინაციისაგან, ასევე   მძიმე მავნე და შაშიშ პირობებში მომუშავეთათვის ანაზღაურებადი შვებულების გაზრდას, კრძალავს  ორსული ქალების სამსახურიდან გათავისუფლებას და ზრდის დროებითი უუნარობის ხანგრძლივობას“.

რკინიგზის გაფიცვა

“საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირებმა“ მოითხოვეს  ზეგანაკვეთური ანაზღაურების დაწესებადა მე-13 ხელფასი. გააპროტესტეს ა ხელფასებისა და პრემიების არსებული სისტემა, ეს პრობლემა ბევრი ქვეყნის მუშისათვის ძალიან ნაცნობია.

პროფკავშირმა ერთიანი გაფიცვის დაწყების დღედ 14 ნოემბერი  გამოაცხადა, მაგრამ რკინიგზის ხელმძღვანელობამ  ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაფიცვა შეეფერხებინა და მისი გავრცელება თავიდან აეცილებინა.

იმ დროს, როდესაც დედაქალაქ თბილისში გაფიცვა საკმაოდ მასშტაბიანი იყო, დასავლეთ საქართველოში იგი დამსაქმებლის მხრიდან საკმაო წინააღმდეგობას წააწყდა.ზოგიერთი პროფკავშირულ ლიდერთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.ისევე როგორც 2011 წლის ყრილობის დროს, მოდიოდა ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა მუქარას.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დამხარებისთვის მიმართა საერაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციას, რაზაც მალევე მიიღო შესაბამისი პასუხი.

საკმაოდ მკაფიო მიმართვაში, რომელიც პროფესიული კავშირები საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ქალბატონმა შარან ბაროუმ გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, ნათქვამი იყო: “მე ძალიან შემაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომელიც მივიღე გაფიცვის წინ და მისი მიმდინარეობის დროს კომპანიის ადმინისტრაციის მიერ  წარმოებული ზეწოლისა და პროფკავშირების დისკრედიტაციის მცდელობების შესახებ. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის  ნაცვლად  ადმინისტრაცია ერეოდა პროფესიული კავშირის შიდა საქმეებში და განსაკუთრებით შეკრების უფლების საკითხში. როდესაც გაფიცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯარო გახდა,ადმინისტრაციამ დაიწყო მუშაკების რეპრესიებით დაშინება,იმ შემთხვევაში თუ ისინი  გაფიცვას შეუერთდებიან. საზოგადოების ყურადღების არასწორი გზით მისამართად საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შეეცადა ჩირქი მოეცხო რკინიგზელთა პროფკავშირისა და ასევე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის და მათ ლაპარაკი დაიწყეს შანტაჟსადა საბოტაჟზე.ისინი  ასევე ბრალს სდებდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობას პროცესის კულუარულად მართვაში“.

მაგრამ დამსაქმებლის მცდელობებმა გაფიცვა ჩაეშალათ, საპირისპირო შედეგი გამოიღო და კიდევ უფრო გააძლიერა იგი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო რომ “ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კონსენსუსი მიღწეული იქნა “საქართვლოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ მიერ დაყენებულ სამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. რკინიგზელთა სამართლიანი ბრძოლა  წარმატებული აღმოჩნდა და შედეგი შეესაბამება რკინიგზელთა ინტერესებს. საქართველოს რკინიგზა უკვე შეუდგა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“.

ეს გამარჯვება მშრომელთა  მოძრაობისათვის საქართველოში, რაც არ უნდა ტკბილი იყოს იგი, ჯერ მაინც მხოლოდ დასაწყისია. პროფკავშირებს სჭირდება ახალი სამართლებრივი ბაზა იმისთვის, რომ ორგანიზება გაუწიოს ათასობით მუშას.მათ ასევე სჭირდებათ გააუმჯობესონ შრომის კანონმდებლობა, რათა ის სრულიად მოვიდეს  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან შესაბამისობაში.ყოველივე ამის მისაღწევად მხოლოდ გაფიცვა არ კმარა.

21-ე  საუკუნის საქართველოს პროფესიული კავშირები, ისევე როგორც მათი წინამორბედნი წინა საუკუნეებში, უფრო მეტად უნდა ჩაერთონ იმ ნეო-ლიბერალური გამოწვევებისათვის პასუხის გაცემის კამპანიაში რაც ქვეყნის დღის წესრიგში დგას.

http://www.equaltimes.org/in-depth/in-georgia-a-newly-emboldened-labour-movement-emerges