საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გაეცნო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშს ადამიანთა ტრეფიკინგზე რომელიც გამოქვეყნდა ორი დღის წინ. ამ ანგარიშში განმეორებით აღნიშნავენ, რომ საქართველოში შრომის ინსპექციის არარსებობის გამო ბევრი პრობლემა იქმნება და უფრო მკაცრად მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას ეს ორგანო, რათა იძულებული შრომის მსხვერპლთა იდენტიფიცირება მოხდეს.
“შექმენით შრომის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შრომითი ტრეფიკინგის საკითხებზე, რადგან ეს დაწესებულება ჯერ–ჯერობით არ არსებობს საქართველოში, ინფორმაცია მიაწოდეთ რეგისტრებულ და არარეგისტრირებულ შრომით მიგრანტებს, რათა არ გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლი.“
ამ საკითხზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მოაწყობს კონფერენციას მომავალ კვირას. ეკონომიკის სამინისტრო არაფერს აკეთებს შრომის ინსპექციის ორგანოს შექმნის წინააღმდეგ მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აზრს შეცვლიან და საქართველოს კეთილდღეობის გზაზე ამ ინტიტუტის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, მონიტორინგის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ
ბრძოლის სამსახურის 2014 წლის ანგარიში
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს, ქალთა, მამაკაცთა და ბავშვთა, როგორც ტრეფიკინგის წყაროს, ისე სატრანზიტო დერეფანს და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სამუშაო ადგილს. უფრო კონკრეტულად კი ქალებისა და გოგონებისათვის იძულებითი პროსტიტუცია და კაცები,ს ბავშვებისა და ქალების ნაწილისათვის იძულებითი შრომა. საქართველოდან ქალები და გოგონები არიან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი სხვადასხვა ქვეყნაში, მათ შორის თურქეთში და (უფრო ნაკლებად) არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და რუსეთში. ქალები აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ბათუმის და გონიოს (აჭარა) პროსტიტუციის ბაზარზე იძულებით არიან დასაქმებულნი. 2013 წლის მაისის თვეში, მამაკაცმა მოკლა უზბეკეთის მოქალაქე გოგონა, რომელიც სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ეს მამაკაცი მუშაობდა იმ ადამიანთან, რომელიც ამ კონკრეტული პირის ტრაფიკერი იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ სექსუალური ტრაფიკინგის მსხვერპლები უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულნი არიან საუნებში, სტრიფტიზ კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში. ქართველი მამაკაცებს და ქალბატონებს იძულებით შრომაში იყენებენ ტრაფიკინგის ორგანიზატორები საქართველოში, თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, იტალიაში, ყატარში, შვეციასა და სხვა ქვეყნებში. ქართველი მიგრანტები, რომლებსაც სურთ დასაქმდნენ დაბალი კვალიფიკაციის საწარმოებში, უკავშირდებიან სააგენტოებს, რომლებიც აგზავნიან ამ ქვეყნებში, მაგრამ როდესაც იმ ქვეყანაში ჩადიან ეს პირები მერე იგებენ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ. ამ ბოლო წლებში უცხოეთის მოქალაქეები იძულებული შრომით დასაქმებულნი აღმოჩნდენ სოფლის მეურნეობაში, მშენებლობასა და ოჯახებში. საქართველო ტრეფიკინგისთვის ტრანზიტული ქვეყანაა ცენტრალური აზიისა და თურქეთს შორის.ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
საქართველოს ხელისუფლება სრულყოფილად არ იცავს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ ცდილობს გააუმჯობესოს მუშაობა ამ მიმართულებით. საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ სუსტის, , მაგრამ უკეთესობა აღინიშნება წინა წლებთან მიმართებაში. 143-ე მუხლის შესაბამისად 5 პიროვნება დააკავეს, რომელიც მეტყველებს უკეთესობაზე, რადგან 2012 წელს ამ დანაშაულისათვის საერთოდ არავინ დაუკავებიათ. 2010 წელს კი მხოლოდ ერთი პირი დააკავეს, მაგრამ მაინც დაბალია წინა წლებთან მიმართებაში. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, 2010 წლიდან საქართველოში ტრეფიკინგის აღმოფხრის პოლიტიკურმა ნებამ იკლო, თუმცა სერიოზული საქმიანობა წარმოებს, ტრეფიკინგის სფეროში კანონმდებლობის და ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შემუშავების მიზნით. ბორდელების მფლობელების დაკავებები უმეტეს შემთხვევაში უშედეგოდ მთავრდება და ბორდელები კვლავ აგრძელებენ ფუნქციონირებას. შრომის ინსპექციის დაწესებულების არ არსებობის გამო შრომითი ტრეფიკინგის საკითხებზე მონიტორინგი და იდენტიფიცირება არ ხდება და სიტუაცია კვლავ სავალალოა.
რეკომენდაციები საქართველოსთვის:
აჭარაში შექმენით სპეციალური პოლიცია, რომლის თანამშრომლებიც, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შესაბამის ტრენინგის გავლის შემდეგ, დაიწყებენ ბორდელებში (დაწესებულებები რომელზეც ეჭვი აქვთ რომ საიდუმლო ბორდელია) რეიდებს და ტრეფიკინგის მსხვერპლებს გაუწევს დახმარებას ან გადააგზავნიან დახმარების სააგენტოში. გამოიძიეთ და როდესაც არსებობს საკმარისი სამხილი, დააკავეთ ეჭვმიტანილი პირები და ბორდელების მფლობელები. შექმენით შრომის ინსპექციის დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შრომითი ტრეფიკინგის საკითხებზე. რადგან ეს დაწესებულება ჯერ ჯერობით არ არსებობს საქართველოში, ინფორმაცია მიაწოდეთ რეგისტრებულ და არა რეგისტრირებულ შრომით მიგრანტებს, რათა არ გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლი. გამოიყენეთ უფრო ეფექტური და ენერგიული მეთოდები, რათა მოახდინოთ პოტენციური ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწყველადი ჯგუფების იდენტიფიცირება. მოახდინეთ სათანადო იდენტიფიკაცია იმ ბავშვებისა, რომელნიც სექსუალური ტრეფიკინგის და იძულებით მათხოვრობის და პოტენციური კომერციული პროსტიტუციის მსხვერპლნი არიან, აუცილებელია, რომ ეს ბავშვები დაცულნი იყვნენ კანონის მიერ. გააუმჯობესეთ კვლევითი საქმიანობა ამ სფეროში. და დროულად დააკავეთ ტრეფიკინგის ფაქტზე ეჭვმიტანილები, რათა სექსუალური ტრეფიკინგის მწარმოებლები დაისაჯონ სათანადოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსეთ და ჩართეთ აქტიური საქმიანობაში ,რათა აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება და აწარმოონ მიზანმიმართული კამპანია ამ მიმართულებით. იფიქრეთ იურიდიული პირის აყვანაზე, რომელიც დაგჭირდებათ სასამართლოში საქმის წარმოებისას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტრეფიკინგის მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად. გააგრძელეთ მუშაობა ინფორმაციის კამპანიაზე და ხელისუფლების, მთავრობის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა მათ იცოდენ რა უფლებები და დაცვის მექანიზმები არსებობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ქვეყანაში.
სასამართლო პროცესი
წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა კანონის დაცვის ინსიტუტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სისხლის სამართლის კოდექსში 143-ე მუხლი საქართველოში კრძალავს ადამიანთა ტრეფიკინგის ყველა ფორმას და აწესებს ჯარიმებს და პატიმრობას ისე სერიოზული დანაშაულისათვის როგორიცაა გაუპატიურება, თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ზომით 7- დან 20 წლამდე. ტრეფიკინგის შემთხვევათა ფაქტებზე გამოძიებათა რაოდენობა იგივეა, რაც წინა საანგარიშო პერიოდში. 11 გამოძიება მიმდინარეობს, 7 სექსუალურ ტრეფიკინგზე, 3 შრომით ტრეფიკინგზე და ერთის კატეგორია ჯერ არ არის დადგენილი. სამი ადამიანი დააკავეს 143(1) მუხლით და სამივეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. რომელიც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან წინა პერიოდში 2 დააკავეს და დასაჯეს. 2013 წლის ივლისში ერთი ადამიანს მიუსაჯეს 6 წელი და 8 თვე. 2 ქალის სექსუალური ტრეფიკინგის გამო. 2013 წლის ნოემბერში, მეორე ადამიანი დააკავეს და 9 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს უზბეკეთის ქალბატონის სექსუალური ტრეფიკინგის გამო. 2014 წლის მარტში, კი ერთი ქალი დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა სექსუალური ტრეფიკინგის და შემდეგ, ტრეფიკინგის მსხვერპლის მკლელობის შეკვეთისათვის. ხელისუფლებამ 2 ადამიანი გაასამართლა არასრულწოვანის სექსუალური ტრეფიკინგისთვის (143 მუხლი, 2 პუნქტი). 2014 წლის იანვარში ერთი ადამიანი დაისაჯა 14 წლის თავისუფლების აღკვეთით და მეორეს დაუსწრებლად მიუსაჯეს 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ერთ ერთმა ოფიცერმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ნება საქართველოში, იბრძოლონ ტრეფიკინგის წინააღმდეგ დაბალია რაც გამოიხატა, პროკურატურის ტრეფიკინგის განყოფილების თანამშრომლების რაოდენობის შემცირებით 2009-2012 წწ. ბორდელების მფლობელები არ არიან სრულყოფილად გამოკვლეულები. ხელისუფლებამ არ გამოაცხადა საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების სია, რომლებიც შესაძლებელია ტრეფიკინგში იყვნენ ჩართულნი.
დაცვა
საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, რომ ეპოვნა და დაეცვა ტრეფიკინგის მსხვერპლნი, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ხარვეზი არსებობს. ისინი სათანადოდ ვერ იცავენ ბავშვებს, რომლებიც ჩართულნი არიან იძულებით მათხოვრობაში და გოგონებსა და ქალებს რომლებიც სექსუალური ტრეფიკინგის მცხვერპლნი არიან. ხელისუფლებამ მოახდინა 42 სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირება, რომელიც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 18-ით არის გაზრდილი. იძულებითი შრომის ტრეფიკინგის სფეროში, ვერც ერთი მსხვერპლი ვერ აღმოაჩინეს.
ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს შრომის ინსექცია, რომელსაც შეუძლია განახორციელოს მონიტორინგი იძულებითი შრომის გამოყენებაში ეჭვმიტანილ პირებზე. პოლიციას არ გააჩნია ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ტრენინგის სისტემა და ეფექტურად ვერ ახდენს მსხვერპლის იდენტიფიცირებას. საანგარიშო პერიოდის დროს ხელისუფლებამ ორი თავშესაფარი გახსნა, ორი კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაიხსნა. ეს თავშესაფრები დროებით შეიფარებენ ადამიანებს, ვიდრე სახელმწიფო მიიღებს მათ თავშესაფარში. სახელმწიფო თავშესაფრებში სთავაზობენ ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას. ანგარიშის დროს ტრეფიკინგის 15 მსხვერპლს გაეწია ეს დახმარება, 29 პირს მისცეს ფინანსური დახმარება 650$. ტრეფიკინგის უცხოელ მსხვერპლს შეუძლია, რომ დროებით გაფორმდეს ამ თავშესაფრებში, მაგრამ საანგარიშო პერიოდის დროს არც ერთი უცხოელი არ გაფორმებულა. ხელისუფლება მხარს უჭერს ტრეფიკინგის მსხვერპლ ადამიანებს, რომ დაეხმარონ პოლიციას. 42 მსხვერპლისგან, 5 აქტიურად ჩაერთო პოლიციის საქმიანობაში – რაოდენობა შედარებით გაიზარდა წინა საანგარიშო პერიოდთან. ხელისუფლება დაეხმარა 35 ადამიანს ფსიქოლოგიური კონსულტაციით; 41-მა მიიღო იურიდიული დახმარება; 29-ამ ფინანსური კომპენსაცია; 6 თავშესაფარში დასახლდა და 11-ს გაეწია სამედიცინო დახმარება. ყველამ მიიღო დახმარება წლოვანების, სქესის და მოქალაქეობის მიუხედავად. ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანების დეპორტაცია აკრძალულია კანონით. საქართველოს საელჩოები დაეხმარნენ ასეთ ადამიანებს იტალიასა და ყატარში.
პრევენცია
ხელისუფლება აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამართეს დისკუსიები ტრეფიკინგის წინააღმდეგ სატელევიზიო ეთერში. დაიბეჭდა და გავრცელდა ბროშურები ქართულად, რუსულად და ინგლისურად საზღვრის გადმოკვეთის პუნქტებში. ამავდროულად ეს ბროშურები დაურიგდათ სატრანზიტო ტრანსპორტის მძღოლებს. სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, კაზინოებში მისულ ადამიანებს, რათა საზოგადოების მოთხოვნამ სექსუალურ ტრეფიკინგზე იკლოს, მაგრამ ამ ბროშურებში იძულებითი შრომა არ არის ნახსენები. ხელისუფლებამ ორგანიზება გაუწია სემინარებს რუსთავში, ქუთაისში და თბილისში 2013 წლის აპრილში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. საინფორმაციო ბროშურები გავრცელდა ობოლთა თავშესაფრებში,არისკის შემცველ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. მთავრობამ გააგრძელა ანტი-ტრეფიკინგის ცხელი ხაზის მუშაობის დაფინანსება და ტრეფიკინგის საკითხებზე ტრეინინგი ჩაუტარა 1400 მოქალაქეს რომლებიც შემდეგ სამშვიდობო მისიებში სამუშაოდ გაგზავნა.