მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ამერიკული პროფკავშირული გამოცდილება – ერთი მაგალითი

1447150663464-1 imagesსტატიის ავტორი:  დავით  არაბიძე

პროფკავშირულ მოძრაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში დასაქმებულთა სოციალური, შრომითი, ეკონომიკური და პროფესიული ინტერესების დაცვის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. ამ გამოცდილებიდან საყურადღებოა ერთ–ერთი მაგალითი, რომელიც კარგად აჩვენებს პროფკავშირების შესაძლებლობებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

ამერიკული პროფკავშირების გამორჩეული მახასიათებელი, როგორც წარსულში, ასევე დღეს არის უაღრესად ფართო იდეოლოგიური პლატფორმა, ორგანიზაციულ სტრუქტურასა დაა სამოქმედო ტაქტიკას შორის ხშირი, დიამეტრალური და კარდინალური განსხვავება, დამსაქმებლებთან კოლექტიური მოლაპარაკებების პრიორიტეტულობა. ეს განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურ–შრომითი ურთიერთობების სისტემით. ასე მაგალითად აშშ–ს ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით პროფკავშირისთვის გაფიცვის უფლება დაცულია ორ განსაკუთრებულ ვითაარებაში:

ა) დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკებებისას, როგორც დასაქმებულთა ინტერსების დაცვის ერთ–ერთი ინსტრუმენტი;

ბ) დამსაქმებლის მიერ აშშ–ს ფედერალური კანონის დარღვევისას, როგორც კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის ერთ–ერთი ინსტრუმენტი.

აშშ–ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შექმნილია პრეცნდენტი, რომლის შესაბამისად, თუ მესაკუთრე შეძლებს და დაასაბუთებს რომ მისი საწარმოს სხვა შტატში გადატანით არ გაიზრდება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები, მას აქვს უფლება ცალმხრივად გაწყვიტოს კოლექტიური ხელშეკრულება, მას შეუძლია იგივ გაკეთოს მისი საწარმოს გაკოტრების შემთხვევაში. აშშ–ს  შრომის ბაზარზე დღსაც მოქმედებს „ორ იარუსიანი“ სახელფასო სისტემა, რომლის შესაბამისად ერთი და იგივე მოცულობითა და ხარისხით შესრულებული შრომა გააანსხვავებულად ნაზღაურდება, ახლად დაქირავებული მუშაკი შედაარებით ნაკლებ ხელფასს იღებს, ვიდრე კადრის მუშაკი. შრომის ამერიკული ფედერაციის–სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის შრომის ევოლუციის კომიტეტის მონაცემებით დამსაქმებელთა 95% აფერხებს სააკუთარ საწარმოში პროფკავშირების აქტივობას, ხოლო დამსაქმებელთა 75% საარგებლობს ანტიპროფკავშირული საკონსულტაციო ფირმების მომსახურებით, რაშიც ყოველწლიურდ იხდიან რამდენიმე ასეულ მილიონ ამერიკულ დოლარს. ასეთი რეალობიდან გამომდინარე ამერიკული პროფკავშირები იმ დასაქმებულს ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლია გახდეს პროფკავშირის წევრი სთავაზობს ასოცირების შესაძლებლობას, რითაც იგი შეძლებს პროფკავშირისგან მიიღოს დოტაცია სოციალურ დაზღვევაზე და საკრედიტო ბარათი.      ასოცირება ეხმარება პროფკავშირს კომპეტნტურად აწარმოოს  ასოცირებულ დასაქმებულთა სოციალურ –შრომით პირობებსა და მატერიალურ მდგომარეობაზე პერმანენტული და კვალიფიციური  მონიტორინგი.

ამერიკული პროფკავშირების ერთ–ერთი საინტერესო ინიციატივაა „თანამფლობელობისა და თანამმართველობის კონცეფცია“, რომლის შესაბამისად პროფკავშირი თაანხმდება კონკრეტული ვადით დასაქმებულთა ხელფასის გაყინვაზე და კომპანიის მენეჯმენტისთვის მისაღებ შრომის ორგანიზაციაზე, რის სანაცვლოდაც პროფკავშირის წევრ დასაქმებულებს გადაეცემათ კომპანიის აქციების არა ნაკლებ 25%, მათი არჩეული წარმომადგენლები ინიშნებიან  კომპანიის მართვის ორგანოში და ეძლევათ წვდომა კომპანიის ყველა დოკუმენტზე, კაპიტალდაბანდებების გეგმებზე, ნიჭებათ ვეტოს უფლება. ამ კონცეფციის ამოქმედება პროფკავშირს აძლევს შესაძლებლობას მენეჯმენტის მეშვეობით ეტაპობრივად გარდაქმნას დასაქმებულთა შრომის ორგანიზაცია, გაზარდოს შრომის ნაყოფიერება, კომპანიის შემოსავლები. ეს კონცეფცია დასაქმებულს აძლევს მაღალი ხელფასს და დაცულ სამუშაო ადგილს. თუ ადრე პროფკავშირების როლი იყო მხოლოდ შუამავლობა სამუშაო ძალასა და კაპიტალს შორის ან დასაქმებულთა სოციალური პროტესტის გამოხატვა, „თანამფლობელობისა და თაანამმართველობის კონცეფციამ“ აჩვენა რომ პროფკავშირს უფრო მეტი ეხელეწიფება, ვიდრე მხოლოდ შუამავლობა და პროტესტია,  რომ იგი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სოციალური პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საწარმოში მაღალნაყოფირი შრომის ორგანიზაცია. ამერიკული პროფავშირული კონცეფცია არაა შრომის პატაგონური ინტენსიფიკაციის ხელის შემწყობი, არ იწვევს შრომის ბაზარზე დემპინგური სამუშაო ძალის შემოსვლას. ეს კონცეფცია საუკთესო PR აქციაა, არაორგანიზებულ მუშაკთათვის ორგანიზების დიდი სტიმულია, საზოგადოებაში პროფკავშირზე სოციალური მოთხოვნის ზრდის საუკეთესო საფუძველია.

ნათელია რომ საქართველოს მშრომელებს დროთა განმავლობაში აუცილებლად დაუგროვდებათ ის სოციალური კაპიტალი, რომელიც მათაც მისცემთ საშუალებას ისარგებლონ ამერიკული „თანამმფლობელობისა და თანამმართველობის კონცეფციით“, ეს კი ხელს შეუწყობს სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის პრინციპის საყოველთაო დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში.