8–19 ოქტომბერი, 2016
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 4 წარმომადგენელი მონაწილეობას იღებს ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტის მულტი–რეგიონულ გაცვლით პროგრამაში, რომელსაც ამერიკის სოლიდარობის ცენტრი უწევს ორგანიზებას. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს და ასევე, მეორე მონაწილე ქვეყნის- კენიის, ახალგაზრდა პროფკავშირელი ლიდერების შესაძლებლობების ამაღლებას. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სახელით პროგრამაში მონაწილეობენ: სოფო შელეგია, გიგა ბექაური, ილია ლეჟავა და ნია ნაყეური.
გაცვლითი პროგრამა დაიწყო 8 ოქტომბერს გაცნობითი კულტურული ხასიათის ღონისძიებებით და გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე. პროგრამა სამ ნაწილად იყოფა და სამი შტატის ქალაქებში იმართება, მათ შორის: ვაშინგტონში, კოლუმბუსში, ოჰაიოსა და ორლანდოში.
11 ოქტომბერს სამუშაო შეხვედრები გაიხსნა ამერიკის პროფკავშირების კონგრესის (AFL-CIO) ვაშინგტონის საქალაქო ცენტრალური საბჭოს პრეზიდენტსა და სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრით. განიხილეს შეხვედრაში მონაწილე ქვეყნებში არსებული ვითარება, პროფკავშრების ფუნქციონირებასთან, დასამებულთა უფლებებთან და ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
პროფკავშირების გლობალური კამპანიების კოორდინატორსა და ორგანაიზინგის ინსტიტუტის წარმომადგენელთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო ახალგაზრდა დასაქმებულების ორგანიზებასა და პროფკავშირებში მოზიდვას.
ამერიკაში პროფკავშირსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობები, პროფკავშირების ჩართულობა მშორმელთა დახმარებისთვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავებაში – განიხილეს ამერიკის ფოლადის ინდუსტრიიის მშრომელთა პროფკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
სოლიდარობის ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, ტომ ეგანთან კი არაფორმალური ეკონომიკაზე ისაუბრეს.
12 ოქტომბერს საქართველოს და კენიის პროფკავშირების წამოამდგენლები შეხვდნენ პროგრამის ფინანსური მხარდამჭერის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლების და კულტურის საკითხების ბიუროს დირექტორს კეიტ ბენტლის. ამერიკის მთვრობის წამომადგენელმა იმსჯელა ამერიკის სახელმწოფოს მიზნებსა და მოლოდინებზე აღნიშნული პროგრამიდან. კენიის და საქართველოს წარმამდგენლებმა დაწვრილებით მიმოიხილეს განვლილი შეხვედრები და გამოცდილება და მადლობა გადაუხადეს ამერიკელ ხალხს დ მთავრობას ამერიკული და ერთმანეთის პროფკავშირული მოძრაობის, გაცნობისათვის.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ამერიკის ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლებთან. ხელმძღვანელებთან. ტრასპორტის პროფკავშირის 20 მდე მაღალი რანგის წარმომადგენელმა, მათ შორის რკინიგზელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს საქართველოს რკინიგზაში არსებული სიტუაციის ანალიზი, რომელიც მათთვის საქართველს რკინიგზის მუშაკთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ წარმოადგინა. მათში დიდი გულისწყრომა გამოიწვია საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ყვითელი პროფკავშირის მოქმედებებმა, რომლებიც დევნიან პროფკავშირის აქტივისტებს და მათ დისკრიმინაციას ახორციელებენ. უამრავი კითხვის და დისკუსიის შემდეგ, თითოეულმა მათგანმა მტკიცე მხარდაჭრა გამოხატა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშრის მიმართ და პროფესიულ კავშირს გამძლეობა და მედგრად ბრძოლა უსურვა.ამერიკის რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგენლები იხსენებენ, რომ ათეული წლების წინ თავადაც იდგნენ ანალოგიური პრობლემების წინაშე, უწევდათ მსგავს პრობლემებთან გამკლავება და რომ საბოლოოდ მაინც მიაღწიეს მიზანს და ჩამოაყალიბეს ძლიერი პროფკავშირი.
ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ოფისში, ასევე, შედგა შეხვედრა აშშ-ს პროფკავშირების კონგრესის ახალგაზრული კომიტეტის წევრებთან. განიხილეს პროფკავშირის ახალგაზრდა წევრების პრობლემები, ასევე ახალგაზრდების მოზიდვის, პროფკავშირებში ჩართვის და თანმდევი საკითხები. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის წამრომადგენელმა გიგა ბექაურმა წარმაოდგინა ვიდეო კლიპი ახალგაზრდული ორგანზიაციის აქტივობების შესახებ. ახალგაზრდების საკითხებს მიეძღვნა შეხვედრები 13 ოქტომბერსაც, თუმცა ამჯერად ქალაქ კოლომბოსში, ოჰაიოში სტუდენტური ასოციაციის წარმოადგენლებთან. განიხილეს ახალგაზრდობასთან ურთიერთობის და მათი ახალგაზრდულ, მათ შორის პროფკავშრულ მოძრაობაში ჩართვის მიმართულებები.
14 ოქტომბერს პროგრამის მონაწილეებს საშუალაება მიეცათ წვეოდნენ ოჰაიოს ადმინსიტარციულ ცენტრს და ასევე მშენებელთა შეგირდობის სასწავლო ცენტრს. ეს ოთხწილიანი სასწავლო პროგრამა საშუალებას აძლევს ამერიკელ მშენებლებს აიმაღლონ კვალიფიკაცია და შესაბამისად ხელფასი. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის ფედერალური მთვრობის წამრომადგენელი. მთვრობა აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროგამაში, დამსაქმებლებთან ერთად. პროგრამის მონაწილეებს საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ და გამოეცადათ სასწავლო პროგრამის მომდინარეობა.
15 ოქტომბერს, პროგრამის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის პროფკავშირების აქციაში, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მხარდაჭერას ისახავს მიზნად – ქართველი და კენიელი მონაწიელები ამერიკელ კარდაკარის სპეციალისტებთან ერთად ამომრჩევლებს სახლებში აკითხავდნენ პრობლემების და მოლოდინების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ასევე მოუწოდებდნენ არჩევნებში მონაწილეობისკენ.
16 ოქტომბერს პროგრამის მონაწილეებმა ორლანდოში, ფლორიდაში გადაინაცვლეს, სადაც შეხვედრები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.