მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ამერიკის ელჩი პროფკავშირებს შეხვდა

ამერიკის ელჩი საქართველოს პროფკავშირებს მხარდაჭერას უცხადებს.  იან კელი საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა. კელის განცხადებით  შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მასზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები.  „ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია საქართველოს მისწრაფებებს დავუჭიროთ მხარი  ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე, რაც  გულისხმობს ჩვენს მხარდაჭერას,  საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ამისთვის კი აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მიღწევა შრომით რეგულაციებზე და შრომით კანონმდებლობაში. შეხვედრა პროფკავშირებთან ძალიან ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ აქტუალური საკითხები და შევხვდით გაერთიანების და დარგობრივი ორგანიზაციებს ლიდერებს. ამ ეტაპზე პრიორიტეტული შრომითი უფლებების დაცვა და უსაფრთხო შრომაზე ზრუნვაა.“ განაცხადა ამერიკის ელჩმა.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა ამერიკის ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია დღეისთვის შრომით სფეროში არსებულ ვითარებაზე, შრომის ინსპექციის აუცილებლობაზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირებას მნიშვნელობაზე და პროფკავშირების საქმიანობაზე. საუბარი შეეხო მთელ რიგ ორგანიზაციებში პროფკავშირების შევიწროების შემთხვევებს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით ელჩმა მიიღო ინფორმაცია საწარმოო უბედური შემთხვევების დროს დაღუპულთა შემაშფოთებელი სტატისტიკის და დინამიკის შესახებ.  „ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დელეგაციას, მივაწოდეთ ინფორმაცია პროფკავშირების წინაშე არსებული გამოწვევების, გაერთიანების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის, შრომითი უფლებების, შრომის უსაფრთხოების, კოლექტიური დავების, საპროტესტო გამოსვლების მიზეზების და მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების, (მათ შორის საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვარიანტის და სახელფასო მინიმუმის განსაზღვრის ინიციატივის) აგრეთვე მომზადებული კვლევების შესახებ. წარმოვადგინეთ სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა, საუბარი შეეხო ქსელურ მარკეტებში დასაქმებულთა უფლებების დარღვევის და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს. განხილვის თემა იყო რამდენიმე საწარმოში, მათ შორის სახელმწიფოს კუთვნილ მსხვილ კომპანიებში, მათ შორის ‘საქართველოს ფოსტა’ში და სს’რკინიგზაში’ პროფკავშირების დევნის და შევიწროების ფაქტები. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. იან კელიმ პროფკავშირებს სრული თანადგომა გამოუცხადა.“ განაცადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეხვედრა პროტოკოლით გათვალისწინებულზე დიდხანს გაგრძელდა. ელჩს სხვადასხვა მსხვილ კომპანებში, პროფკავშრების გამოწვევებზე, მიმდინარე კოლექტიურ მოლაპარკებებზე, უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და მიღწეულ შეთანხმებებზე – პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები ესაუბრნენ. მათ შორის მსჯელობა შეეხო ტრანსპორტის, მშენებლობის, მეტალურგიის და მძიმე მრეწველობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და კავშირგაბმულობის სფროებში არსებულ მდგომარეობას. პროფკავშირების წარმომადგენლები და ამერიკის ელჩი მსგავსი შეხვედრის ახლო მომავალში გამართვის შესახებაც შეთანხმდნენ.