მიმდინარეობს საიტის განახლება

აზოტთან აქცია დღესაც გაგრძელდება

‘რუსთავის აზოტში’ ვითარება გუშინ უკიდურესად დაიძაბა. მუშების, პროფკავშირების და საზოგადოების წარმომადგენლემა ადმინისტრაციულ შენობაში შეღწევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობამ მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და დაცვი სამსახური. ადმინისტრაციულ შენობასთან მუშებსა და დაცვის პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა შეხლა შემოხლას. დაპირისპირებ16462940_10154552634693073_1665373955473002238_oის დროს დაშავდა პროფკავშირის რამდენიმე წარმომადგენელი. დაშავდნენ სტუდენტური მოძრაობის წევრებიც.  ორჯერ გახდა საჭირო სასწრაფო დახმარების გამოძახება.16403072_10154552609533073_7705174750691057811_o

საპატრულო პოლიციამ დღის მეორე ნახევარში სრულად დაიკავა აზოტის ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს შიგნით შესვლის საშუალება აღარ მისცა. მიტინგმა დღის მეორე ნახევარში უკვე ქარხნის ტერიტორიის შესასვლელთან გადაინაცვლა. რკინის ჭიშკარს იქით დარჩენილი ქარხნის მოქმედი თანამშრომლები, აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. ადმინისტრაციამ იმათ ვისთანაც კონტრაქტი გააგრძელდა, სამუშაო საათების შემდეგ ტერიტორიიდან ცენტრალური ჭიშკრით ტეროტორიის დატოვების უფლება არ მისცა. ქარხნის მოქმედ თანამშრომლებს უკვე ყოფილებისთვის სოიდარობის გამოსაცდადებლად ფეხით რამდენიმე კილომეტრიანი შემოვლითი გზის გავლა მოუხდათ.

კომპანიის ახალი მფლობელი უკან დახევას არ აპირებს, გათავისუფლებული მუშები კი უპირობო აღდგენას ითხოვენ.

ტერიტორიაზე იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მათ მოთხოვნებს გაეცნო. გვიან საღამოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, რომელმაც პროცესში მედიატორის როლი ითავა, მხარეებმა რუსთავის მერიის შენობაში გადაინაცვლეს.

სამმხრივი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა – რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაიას, სს ,,რუსთავის აზოტის” დირექტორის მოადგილის, ლევან ბურდილაძის, პროფკავშიორების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილისა და ქარხნიდან გათავისუფლებული მუშების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. დახურული შეხვედრა თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, საწარმოს ხელმძღვანელობა პროფკავშირებისა და სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს, ამიტომ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება.

,,ჯანდაცვა ძირითადად მედიაციას უწევდა პროცესს. რაც შეეხება ჩვენი და საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციებს, დარჩა შეუჯერებელი. ჩვენ გვაქვს ორად ორი ძირითადი მოთხოვნა, ეს არის სტატუსქვოს დაბრუნება თამშრომლებისთვის, იმ კონტრაქტების გაუქმება, რომელიც კაბალური გახდა და მათ შორის, იმ საკანონმდებლო სივრცეს არღვევს, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი და ამ ხალხის აღდგენა სამსახურში. კომპანია ხომ ამბობს, რომ 500-500 ლარს გადავუხდი გათავისუფლებულ მუშებს სამი თვის განმავლობაშიო, ამუშავოს და ისე გადაუხადოს, არ სჭირდება ამ ხალხს დახმარება და დასაქმებულის სტატუსის მოხსნა არ სჭირდება ამ ხალხს, აღადგინოს სამსახურში. შემდეგ დავსხდეთ ადმინისტრაციასთან ერთად. დადოს თავისი ფინანსური რისკები, ეს შევთავაზეთ ჩვენ და შემუშავდეს როგორც ცივილიზებული კონტრაქტები, ისე ქარხნის ამუშავების პერსპექტივები. შეთანხმება არ შემდგარა. ბოლო სიტყვა ეს გადავეცით, რომ მათ ინვესტორთან ერთად, ანუ აქციონერთად ერთად, ვინც არის მათი ხელმძღვანელი, განიხილონ ჩვენი წინადადებები. პროტესტი ბუნებრივია გრძელდება, რადგან ჩვენ არც შეთანხმებისთვის მიგვიღწევია და არც რაიმე ლოგიკური გადაწყვეტილება მომხდარა და თუ ისინი გადახედავენ თავიანთ ამ დამოკიდებულებას, ველურ დამოკიდებულებას თანამშრომლებთან მიმართებაში, ბუნებრივია ჩვენც ვიფიქრებთ შემდგომ განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები, ,,რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან და სტუდენტურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დღეს, 14:00 საათიდან რუსთავში, შარტავას მოედნიდან კოსტავას გამზირის მიმართულებით ფეხით საპროტესტო მსვლელობის მოწყობას გეგმავს16402602_10154552627828073_8342403013384985178_o 16402797_10154552633513073_4927336585909716754_o 16403062_10154552629033073_4299089495661377088_o 16422288_10154552626128073_6818687667507830914_o 16422713_10154552627378073_7829321242303243416_o 16422713_10154552627378073_7829321242303243416_o 16422843_10154552638453073_6248841008256731499_o 16462953_10154552627353073_9019027882434283654_o 16463176_10154552637598073_7306964245056331336_o 16463214_10154552625798073_1587760772009722275_o