მიმდინარეობს საიტის განახლება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

1950 წლის 10 დეკემბერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდა ადამიანის უფლებების დაცვის დღედ იმისთვის, რომ ყურადღება გაემახვილებინათ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიმართ.

დეკლარაცია პროფესიული კავშირებისთვის იტვალისწინებს შემდეგ უფლებებს:

მუხლი 23
1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
4. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

სამწუხაროდ, დასაქმებულ ადამიანებზე 2013 წელს  მნიშვნელოვანი თავდასხმა მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაზე  – გახდნენ პროფკავშირის წევრი.

დღეს, 21 მილიონი ადამიანი მუშაობს მძიმე და იძულებით შრომის პირობებში. ეს რიცხვი მთელს მსოფლიოში წლიდან–წლამდე იზრდება. არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ საერთაშორისო რეგულაციებით ბოლო მოეღოს თანამედროვე მონობას.