
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში
20 / 03 / 2018
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი იყო მომხსენებელი სესიაზე: გაერთიანების თავისუფლება, პოპულიზმი და სამართლიანი ეკონომიკური განვითარება: ასევე რეფორმირებული პროფკავშირის როლი დემოკრატიის გავითარებაში აღმოსაველთ ევროპის ქვეყნებში.
საკუთარ გამოსვლაში, საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელმა ისაუბრა გაერთიანების მიერ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზე ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საკანონმდებლო ინიციატივებზე, გაერთიანების თავისუფლებასა და სოციალური დიალოგის განვითარებაზე ქვეყანაში, გენდერულ თანასწორობაზე და ევროინტეგრაციის პროცესზე.