
ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
31 / 01 / 2019
შეთანხმების მიხედვით, ადმინისტრაციამ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მედპერსონალს სახელფასო დავალიანება უნდა დაუფაროს. ასევე, შეიქმნება შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროცესის მონიტორინგს განახორციელებს. მედპერსონალმა პროტესტის ამ ფორმას ორი დღის წინ მიმართა. ისინი აცხადებენ, რომ სათანადო სამუშაო პირობების არ ქონის გარდა დროულად ვერ იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას.
მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის ორდღიანი შეხვედრებისა და მოლაპრაკებების შედეგად, ადმინისტრაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. სამედიცინო ცენტრს აღუდგა დავალიანების გამო გათიშული გაზისა და ელექტრო ენერგიის მიწოდება. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელი ირაკლი ამირანაშვილი მხარეებთან კომუნიკაციას არსებული პრობლემების სრულ გადაწყვეტამდე განაგრძობს.