
“თბილიქიდს”ს სასამართლომ დავალიანებების დაფარვა დააკისრა
30 / 11 / 2018
კომპანიის ხელმძღვანელების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არაერთხელ გამოიკვეთა. შპს “თბილიქიდსის” დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გადაიდო პროცესი. 2018 წლის 12 ნოემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხის დაუსწრებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. კომპანიას დაეკისრა ჯამში 10 389 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
კომპანიის 11 ყოფილი თანამშრომლის უფლებებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.
2018 წლის აგვისტოში პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ დაამზადა ვიდეო, სადაც თბილიქიდსის თანამშრომლები საუბრობენ მათ დარღვეულ შრომის უფლებებზე. მათი ბრძოლა სასამართლოში გამარჯვებით დასრულდა!
TbiliKids • თბილიქიდსი- უღირსი შრომის პირობები
⭕ დაბადების დღის და ბავშვთა გასართობი ცენტრი "თბილიქიდსი". კომპანია რამდენიმე წელია რაც ქართულ ბაზარზეა და ყოველდღიურად ემსახურება მომხმარებელს.➡ კომპანია თავის საქმიანობას ასე ახასიათებს, თბილიკიდსი – ის ადგილია, სადაც ბავშვები თავის მშობლებთან ერთად ატარებენ დაუვიწყარ დროს – ფერად და ზღაპრულ გარემოში.❌ თუმცა კომპანიის შიდასამზარეულო, კერძოდ შრომითი გარემო და მოპყრობა მომუშვე პერსონალისადმი, სრულიად არ ჰგავს ზღაპრულ გარემოს, რადგან სახეზე გვაქვს ფაქტები, სადაც მომუშავე პერსონალის შრომითი უფლებები არ არის დაცული.❗ ანაზღაურების ვალდებულებები, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები, სახელფასო დავალიანებები, დეკრეტული ხელფასის ვალდებულება და შრომის კოდექსის მრავალი სხვა ფაქტის დარღვევა.TbiliKids • თბილიქიდსი
Posted by პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა – Youth GTUC on ორშაბათი, 13 აგვისტო, 2018