კიდევ ერთი ტრაგედია სამუშაო ადგილზე

ტრაგედია ჟვანიას ქუჩაზე, გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. ის მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. პროფკავშირების წინასწარი შეფასებით უხეშადაა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები. ახალგაზრდას არ ჰქონდა დამცავი აღჭურვილობა. . . ტრაგიკული შემთხვევა მეხუთეა ფატალურ შემთხვევებს შორის, რომელიც წელს სამუშაო ადგილზე მოხდა. მხოლოდ ორ თვეში გარდაცვლილი 5 ადამიანიდან 3 მშენებლობაზე მუშაობდა. პროფკავშირები ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას კატეგორიულად მოითხოვს […]