პროფკავშირების ჩართულობით, თემაზე: „შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის სექტორში“ კონფერენცია გაიმართა

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა, გაერთიანების ანალიტიკური და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებს აწუხებთ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდა ფერმერთა ასოციაცია. დისკუსიაში მონაწილე მხარეებმა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის სოციალური დიალოგის არსებობის მნიშვნელობასა და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

მრგვალი მაგიდა სოლიდარობის ცენტრისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და ამერიკის შრომის დეპარტამენტის მხარდაჭერით, გაიმართა.

ფოტოები ღონისძიებიდან ?