
სოციალური დაცვის სტანდარტებზე თბილისში კონფერენცია გაიხსნა
24 / 04 / 2019
შეხვედრას სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ი მასპინძლობს. კონფერენციის მონაწლეებს საერთაშორისო სტანდარტების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჟენევის ოფისიდან, საგანგებოდ მოწვეული ექსპერტი იასმინა პაპა აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციებს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიდგომებზე.
მსჯელობის საგანია შსო-ს 102-ე კონვენცია, რომლის რატიფიცირებასაც საქართველოს პროფკავშირები მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ 102-ე კონვენცია აწესებს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ სტანდარტებს 9 მიმართულებით:
· ავადმყოფობის ბენეფიტები
· უმუშევრობის ბენეფიტები
· სიბერის ბენეფიტები
· სამუშაო ადგილზე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებული ბენეფიტები
· ოჯახის ბენეფიტები
· ორსულობისა და მშობიარობის ბენეფიტები
· შეზღუდული შესაძლებლობის ბენეფიტები
· მარჩენალდაკარგულთა ბენეფიტები
მათგან საქართველოს გააჩნია მხოლოდ ნაწილი ბენეფიტებისა და ეს ნაწილიც კი ვერ ასრულებს სრულად კონვენციის მოთხოვნებს. საქართველო იმ ბენეფიტებით რომელიც ქვეყანაში მოქმედებს ვერ ექცევა ადეკვატური სოციალური დაცვის ქვეყნებში. კონფერენციაზე მოწვეულთა შორის არიან მთავრობის, პარლამენტის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.
კონფერენცია სახელწოდებით “სოციალური დაცვის სტანდარტების მხარდაჭერა საქართველოში” 25 აპრილს დაიხურება.
📢სოციალური დაცვის სტანდარტებზე თბილისში კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრის შესავალ ნაწილში მონაწილეებს ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართა. 🔛 შეხვედრას სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ი მასპინძლობს. კონფერენციის მონაწლეებს საერთაშორისო სტანდარტების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჟენევის ოფისიდან, საგანგებოდ მოწვეული ექსპერტი იასმინა პაპა აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციებს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიდგომებზე. ❗ მსჯელობის საგანია შსო-ს 102-ე კონვენცია რომლის რატიფიცირებასაც საქართველოს პროფკავშირები მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ 102-ე კონვენცია აწესებს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ სტანდარტებს 9 მიმართულებით:· ავადმყოფობის ბენეფიტები· უმუშევრობის ბენეფიტები· სიბერის ბენეფიტები· სამუშაო ადგილზე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებული ბენეფიტები· ოჯახის ბენეფიტები· ორსულობისა და მშობიარობის ბენეფიტები· შეზღუდული შესაძლებლობის ბენეფიტები· მარჩენალდაკარგულთა ბენეფიტებიმათგან საქართველოს გააჩნია მხოლოდ ნაწილი ბენეფიტებისა და ეს ნაწილიც კი ვერ ასრულებს სრულად კონვენციის მოთხოვნებს. საქართველო იმ ბენეფიტებით რომელიც ქვეყანაში მოქმედებს ვერ ექცევა ადეკვატური სოციალური დაცვის ქვეყნებში. კონფერენციაზე მოწვეულთა შორის არიან მთავრობის, პარლამენტის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. კონფერენცია სახელწოდებით "სოციალური დაცვის სტანდარტების მხარდაჭერა საქართველოში" 25 აპრილს დაიხურება.
Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on სამშაბათი, 23 აპრილი, 2019
სოციალური დაცვის სტანდარტებზე თბილისში კონფერენცია გაიხსნა. 🔛შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია კონფერენციის და განსახილველი საკითხების მნიშვნელობის შესახებ.
Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on სამშაბათი, 23 აპრილი, 2019