სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პროფკავშირების ლიდერებს შეხვდა
სლოვენიის ყოფილმა პრეზიდენტმა დანილო ტურკმა და საქართველოს პროფკავშირების… ShareTweet
13/02/201919 / 09 / 2018
სემინარი უზრუნველყოფს ქვეყნის შესაბამისი ხელისუფლების
წარმომადგენლებს, შრომის ინსპექტორებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს და სხვა ქვეყნების სოციალური პარტნიორებს, ასევე ევროკავშირის შრომის უსაფრთხოების სააგენტოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებს შორის აზრთა და პრაქტიკების აქტიურ გაცვლას.
დისკუსიის მთავარი ფოკუსი იქნება შრომის ინსპექციების, როგორც შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციის, არაფორმალური შრომის პრობლემების გადაჭრის და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის
მთავარი სტრუქტურის როლი.
სემინარში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, უნგრეთის პროფკავშირების, პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის, ნორვეგიის და ესპანეთის შრომის ინსპექციის, ფინეთის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, ევროპის ბიზნესასოციაციის, შრომის უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები.
დისკუსიის დროს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შეეხო ყველა იმ გარემოებას, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს ქვეყანაში სოციალური დიალოგის განვითარებას, მან აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც სახელმწიფო კომპანიებში – საქართველოს რკინიგზაში და საქართველოს ფოსტაში ადგილი აქვს პროფკავშირული ნიშნით დევნასა და აშკარა დისკრიმინაციას, მაშინ როდესაც საპენსიო რეფორმის შემუშავების პროცესიდან იგნორირებულია საქართველოს პროფკავშირების ხედვები და პოზიცია, სოციალური დიალოგის კულტურის განვითარების შანსი ძალიან ნაკლებია.