შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროფკავშირების მიერ ჩატარებული ტრენინგების შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში იმართება.

მსჯელობა ეხება პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლების მიერ შრომით უფლებებზე ჩატარებულ ორდღიანი ტრენინგების სერიას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში გაიმართა. განიხილება, როგორც ტრენინგების თემატიკა, ასევე განწყობები, რეგიონებში გამოვლენილი უფლებადარღვევის ფაქტები და შესაძლებლობების ასამაღლებლად და დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად გადასადგმელი ნაბიჯები. შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარი სამი თვის განმვლობაში რამდენიმე საკითხზე იმართებოდა, მათ შორის : სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე. ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა იყვნენ.

პროფკავშირების წევრებმა სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში;

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია თებერვლის ბოლოს დაიწყო. შევედრები უკვე შედგა ბათუმსა და ბაკურიანში. ტრენინგს უმასპინძლა ქუთაისმაც. შემაჯამებელ შეხვედრაში თბილისში მონაწილეობენ ჭიატურის მაღაროების, ტრანსპორტის, მედიცინის, სპორტის და პედაგოგთა სექტორების წარმომადგენლები.

კონფერენცია თბილისში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უდიდესი წვლილი სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით გაწეულ სამუშაოში მსოფლიოში. პეტრიაშვილის განცხადებით საზოგადოება საქართველოში მუდმივადაა მომსწრე როცა სოციალური ჯგუფების ნაწილი დომინირებენ მეორე ნაწილზე, არასამართლიანაფ ნაწილდება ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი და მოქალაქეთა მცირე ჯგუფი მდიდრდება მეორე ჯგუფის გაღარიბების ხარჯზე. პროფკავშირების თავმჯოდომარის აზრით აუცილებელია ქვეყანა სამართლიანი პრინციპებით ვითარდებოდეს და ამის ერთ-ერთი საფუძველი სოციალური დიალოგია.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კინან ბაჰნასიმ ყურადღება სამმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე და უსაფრთხო შრომის სტანდარტების სრულყოფილად დანერგვის აუცილებლობაზე გაამახვილა. ისაუბრა საერთაშორისო სტანდარტებსა და კონვენციებზე.\

ფოტოალბომი