პროფკავშირებმა სამართლებრივი დავა მოიგო – მოსარჩელე 228 254 ლარს მიიღებს
ShareTweet პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთი საქმე მოიგო – დღეს… ShareTweet
08/04/202124 / 12 / 2020
პროფკავშრების იურისტი სერგო მახარაძე სასამართლოში შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის” ხუთი გათავისუფლებული თანამშრომლის ინტერესებს იცავს. დასაქმებულები ითხოვენ მათ სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რაც ჯამში დიდი რაოდენობის თანხას შეადგენს. ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს დასრულების შემდეგ, ვერ ხდება მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულება.
,,სასამართლო გაეცნო განმცხადებლის მოთხოვნას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობამ შეიძლება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.” – წერია სასამართლო განჩინებაში.